მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა "ენგურჰესთან" ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობის პროექტი?

61c1c3a3c4f49
დავით ჯალაღონია
22.12.21 09:00
938
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიწოდების უსაფრთხოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ენერგოსისტემის მდგრადობის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი - ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობაა.

ამ სადგურის მშენებლობა "ენგურჰესთან" განიხილება და მისი დატვირთვა "ენგურჰესის" მიერ უკვე გამოყენებული წყლის შეგროვებაა, რაც შემდეგ ისევ ელექტროენერგიის გენერაციისთვის გამოიყენება.

განვითარების რა ეტაპზეა პროექტი, ამის დასაზუსტებლად BMG-მ "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ლევან მებონიას მიმართა. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით, პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების სტადიაზეა.

მებონია ვერ აკონკრეტებს, როდის გადავა პროექტი სამშენებლო სტადიაზე. "ვერ გეტყვით, გააჩნია რა სირთულეები გაჩნდება. ალბათ ერთ წელიწადში გაირკვევა", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობას მთავრობას პარლამენტის ყოფილი წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძეც ურჩევდა, რომლის გათვლებით, სადგურის სიმძლავრე 700 მეგავატი უნდა იყოს, რასაც დაახლოებით, 700 მილიონი დოლარი დასჭირდება.