მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა "მტკვარი ჰესის" პროექტი? - თანაინვესტირების ფონდის განმარტება

5e49a37b5655d
ნუცა ბაზლიძე
17.02.20 10:15
1842
"საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში "მტკვარი ჰესის" პროექტის მიმდინარეობა განიხილა.

"ფაქტობრივად, ბოლო ეტაპზე გადავედით. ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო სწორედ გვირაბის გათხრა. მისი გაყვანა ბოლომდე არ არის დასრულებული, ვინაიდან დარჩენილია გვირაბის მოსახვის და კიდევ გარკვეული სამუშაოები, თუმცა სამუშაოების დაახლოებით 80% უკვე შესრულებულია და მისი ყველაზე რთული ნაწილი ამოიწურა", - აღნიშნა ებრალიძემ.

ამასთან, როგორც ცოტნე ებრალიძემ განმარტა, ტესტირების პერიოდის გათვალისწინებით, პროექტი სრულად სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

"ყველა ასეთი პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველო იყოს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და უზრუნველყოფილი. სრული დამოუკიდებლობის მიღწევა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად ძალიან იზრდება და იმ რესურსს, რაც გაგვაჩნია, ადრე თუ გვიან ამოვწურავთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები ჩაიდოს ელექტროენერგიის, ჰესების მიმართულებით, რომ 5, 6, 10 წლის მერე გვქონდეს საკმარისი ელექტროენერგიის წარმოების საშუალება და სიმძლავრეები ქვეყნის შიგნით", - განმარტავს ცოტნე ებრალიძე.

ცნობისთვის: "მტკვარი ჰესის" ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ, რაც 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების თითქმის 2%-ს შეადგენს.