18.თებერვალი .2020 22:24

რა ეტაპზეა რაჭის ეროვნული პარკის პროექტი? - დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტება

views 685
უკან

კანონპროექტი, რაჭის ეროვნული პარკის დაარსების შესახებ, მომზადებულია და განსახილველად გადაგზავნილია სამინისტროებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვის და შეთანხმების პროცედურები - ამის შესახებ BM.GE-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა აცნობა.

ამასთან, სააგენტოს განმარტებით, წინასწარი კვლევა ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით განხორციელდა და კანონპროექტიც ამავე ფონდის დახმარებით მომზადდა.

ცნობისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, ეროვნული პარკის პროექტი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტშია გათვალისწინებული, 52 191 ჰა ფართობზეა წარმოდგენილი.

ამასთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, მიმდინარე წელს მუშაობა თრუსოს დაცული ლანდშაფტის, არაგვის დაცული ლანდშაფტის, ერუშეთის ეროვნული პარკის და რიონის აღკვეთილის დაარსების თვალსაზრისით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა