მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა საგარეჯოში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია? - პროექტი ₾48 მლნ ჯდება

63a9365b552df
BM.GE
26.12.22 10:31
418
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში წყალმომარაგების სამუშაოების 70% დასრულებულია. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იტყობინება. უწყების ცნობით, სოფელ მანავში 8 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.

"ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 70% დასრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ადგილზე მოეწყობა ჭაბურღილები და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე პროექტი 2023 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ მანავის 4 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

გარდა სოფელი მანავისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ექვსი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ეტაპობრივად 2023-2024 წლებისათვის დასრულდება. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 48 მლნ ლარს შეადგენს.

მიმდინარე პროექტები ქალაქ საგარეჯოსა და მუნიციპალიტეტის ცხრა სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც საგარეჯოს 24 000-მდე ბენეფიციარი გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს", - განაცხადა წყალმომარაგების კომპანიამ.