მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა თბილისის ანძის პროექტი დაანონსებიდან მეოთხე წელს?

626a60a200286
მარიამ ვარადაშვილი
28.04.22 13:50
3178
თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის ანძის საინვესტიციო პროექტზე ჯერ კიდევ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. თავად პროექტი 2018 წელს დააანონსდა, რომლის კონცეფცია ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსტმა“ შეიმუშავა.

“სატელევიზიო ანძის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის შედეგად კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს - კომპანიამ წინადადება უნდა წარმოადგინოს, მის საფუძველზე კი უნდა დაიდოს განხორციელების დეტალური ხელშეკრულება.

კვლევის მიზანი იყო, გამოვლენილიყო ის გარემოებები, რაც საჭიროებს შეცვლას, დაზუსტებას ან რაიმე პირობის კორექტირებას და ა.შ. მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი დასრულდება, მუნიციპალიტეტი ყველა შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავს. ჩვენი მიზანია, ეს პროექტი ოპტიმალური სცენარით განხორციელდეს. იმ შემთხვევაში თუ მიუღებელი წინადადება იქნება, ცხადია მასზე უარს ვიტყვით”,-აცხადებს ხმალაძე.

თბილისის ანძის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედის მოწყობას, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, მოეწყობა კვების ობიექტები. თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 10-დან 15 მლნ ლარამდე იქნება.