მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტი?

5de127854635f
დათო ჯალაღონია
30.11.19 12:00
1750
„ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ჯანაშვილის ინფორმაციით, ქარის სადგურის აღნიშნული პროექტი სამშენებლო ეტაპზე სავარაუდოდ, 2020 წლის ნოემბერში გადავა.

„ჩვენ ეს პროექტი 2017 წელს დავიწყეთ, მაგრამ ვინაიდან რაღაც პირობები უნდა განხორციელებულიყო, ვიდრე ჩვენ ქარის საზომ ანძას დავდგამდით, ამიტომაც ცოტა გაჭიანურდა და ლოდინი მოგვიწია. ახლა უკვე დავაინსტალირეთ ანძა ზესტაფონის ტერიტორიაზე. წინასწარი მონაცემებით, ბრწყინვალე შედეგებია და 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა გვქონდეს საბოლოო შედეგები და გადავალთ სამშენებლო ეტაპზე“, - განმარტა ირაკლი ჯანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ინვესტორებს საერთო ჯამში, 150 მეგავატის სიმძლავრის სადგურების აშენება სურთ, მაგრამ ამ ეტაპზე პროექტი 50 მეგავატის ფარგლებში იგეგმება.

„ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის“ გენერალური კონტრაქტორია გერმანული კომპანია Enerkraft.

პროექტის ინვესტორებს მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ, შესაბამისად, ამ სადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას სახელმწიფო, ობიექტის ექსპლოატაციაში შესვლიდან პირველი 10 წლის განმავლობაში, წელიწადში 10 თვის განმავლობაში შეიძენს, 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას სავარაუდოდ - 6.5 ცენტად.