1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.05 ლარია - 28 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.16 თეთრით გამყარდა. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივლისში იყო. აღსანიშნია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარს, ძირითადად, გამყარების ტენდენცია აქვს.
რა ფაქტორები ამყარებს ლარს? - საპენსიო სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან სურგულაძე ლარის გამყარების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის არის ექსპორტი, რომელიც წლიურად 27%-ით არის გაზრდილი, ასევე გაიზარდა ბოლო თვეებშიც - ნოემბერ-დეკემბერში.
კიდევ ერთ მიზეზად ლევან სურგულაძე ფულად გზავნილებს ასახელებს, რომელიც 2021 წელს 2,35 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. დეკემბერში კი რეკორდულ ნიშნულს - 229 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
“ამ ეტაპზე გეოპოლიტიკური ფაქტორი, არ მგონია, მნიშვნელოვანი იყოს. ვფიქრობ, გამყარების მთავარი მიზეზია ის, რომ ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა და შესაძლებელია, იმპორტი ამის შესაბამისად არ გაიზარდა, რის გამოც საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო გაუმჯობესდა. ამ ფაქტორს შეეძლო გამოეწვია ლარის ბოლოდროინდელი სტაბილურობა და გამყარება. რა თქმა უნდა, მიმდინარე თვეების ექსპორტის ზრდა არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც წლიური ზრდა. კერძოდ, რამდენი დოლარი შემოვიდა როგორც მიმდინარე რეჟიმში ან მთელი წლის განმავლობაში. ვიცით, რომ სავალუტო გადმორიცხვებშიც რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. ამდენად, ეს არის ბუნებრივი პროცესი, როცა ქვეყანაში დოლარის შემოდინება გაიზარდა, თუმცა მისი გადინება იმ დოზით არ გაზრდილა. ამ დროს ჩვენი უარყოფითი სავაჭრო სალდო მცირდება, რაც ლარის კურსისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - განმარტავს ლევან სურგულაძე.
გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ლარის გამყარების მიზეზებს შორის გამოყოფს გამსვლელი ტურიზმის შემცირებას, რის გამოც მისი აზრით, ქვეყნის შიგნით დოლარზე მოთხოვნა მცირდება.
“პანდემიის გამო მოქალაქეები უფრო ნაკლებად გადიან საზღვარგარეთ, შესაბამისად, ნაკლებად არის სავალუტო ხარჯვა. კერძოდ, ხარჯვითი ნაკადები პანდემიის გამო გარკვეულწილად შეიცვალა. ადრე მოქალაქეები თუ დასასვენებლად საზღვარგარეთ მიდიოდნენ, ახლა კი ამ თანხას ქვეყნის შიგნით ხარჯავენ. ქვეყნიდან გასავალი შემცირდა. ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია ესეც დავასახელოთ. ამ ეტაპზე ლარის გამყარების ტრენდს ვხედავთ და ეს რამდენიმედღიანი გამყარება არ არის. ეს დაკავშირებულია იმ გარემოებებთან, რაც ჩამოვთვალე”, - აღნიშნა ფინანსისტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას