მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფართობი უკავია საქართველოში ხორბლის, სიმინდის და კარტოფილის ნათესებს

5f4e5ee4d2ac6
BM.GE
01.09.20 19:15
4276
საქსტატმა საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობების შესახებ ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით 5.6 ათასი ჰა-ით მეტი, 208.8 ათასი ჰა მიწა დამუშავდა.

ანგარიში მოიცავს საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების დამუშავების შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს 2019 წელთან შედარებით 5.1 ათასი ჰექტარით არის გაზრდილი ხორბლით და ქერით ნათესი მიწების ფართობი და 58.9 ათას ჰექტარს აღწევს.

რაც შეეხება საგაზაფხულო კულტურებს, სიმინდით ნათესი მიწების საერთო ფართობი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 6.2 ათასი ჰექტრით - 80.9 ათას ჰა-მდე. ასევე, გაზრდილია (0.7 ათასი ჰექტრით) იმ მიწების საერთო ფართობი, რომლებზეც კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეულის კულტურებია დათესილი და 32.8 ათას ჰექტარს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობების მოცულობა 2018 და 2019 წლებში მცირდებოდა. მიმდინარე წელს 2017 წელთან შედარებით ნათესი ფართობების მოცულობა 11.5 ათასი ჰექტრით არის შემცირებული, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის ექსპრეს მონაცემები არ მოიცავენ მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ნათესების შესახებ ინფორმაციას.

ცნობისთვის: საშემოდგომო კულტურების ნათეს ფართობებში საქსტატი გულისხმობს გასული წლის შემოდგომაზე დათესილ საშემოდგომო კულტურების ნათეს ფართობებს, საიდანაც მოსავლის აღება მიმდინარე წელს ხორციელდება.