მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად ყიდულობს მთავრობა საწვავს?

639082084b3be
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.22 16:29
2415
საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სსიპ-ების ავტოპარკში ათასობით ავტომობილი ირიცხება. ამ ავტოპარკის საწვავით უზრუნველყოფისთვის მთავრობას კონსოლიდირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული ბაზრის ძირითად მოთამაშეებთან - "სოკართან"; "ვისოლთან"; "რომპეტროლთან" და "გალფთან".

მთავრობის მიერ გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი. ნოემბერში Platts-ის ფასი ტონაზე 1008 დოლარს შეადგენდა, ერთი დოლარის ღირებულება კი 2.73 ლარს შეადგენდა.

ოქტომბერში მთავრობის მიერ შესასყიდი ფასი ასე ნაწილდება:

• რეგულარი - ნოემბრის ფასი მთავრობისთვის 2.85 ლარი, დეკემბრის ფასი 2.88 ლარი, მატება 1%;

• პრემიუმი - ნოემბრის ფასი მთავრობისთვის 2.86 ლარი, დეკემბრის ფასი 2.89 ლარი, მატება 1%;

• სუპერი - ნოემბრის ფასი მთავრობისთვის 3.17 ლარი, დეკემბრის ფასი 3.19 ლარი, მატება 1%.

რაც შეეხება ამჟამად არსებულ საცალო ფასებს, რეგულარის ღირებულება 2.59-3.14 ლარის, პრემიუმის 3.20-3.30 ლარის, ხოლო სუპერის 3.69-3.75 ლარის ფარგლებშია.