კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიებთან დღეს გამართა.
როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, სადაზღვევო კომპანია ვირუსის მართვაში ოჯახის ექიმების ინსტიტუტით ერთვება. კერძოდ, მისი განმარტებით, კერძო დაზღვეულების შემთხვევაში პაციენტების განაწილება-მართვას მოახდენს ოჯახის ექიმი, ის გადაწყვეტს მოქალაქე დარჩება სახლში, გადავა სასტუმროში, თუ კლინიკაში.
„ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენს დაზღვეულებთან მიმართებაში დავიწყოთ კოვიდის მართვა. როცა სადაზღვევოში ზარი შემოდის, ვიღაცამ უნდა გააკეთოს ტრიაჟი და თქვას, რომ ეს ადამიანი უნდა წავიდეს საავადმყოფოში, ან წავიდეს სასტუმროში, ან დარჩეს სახლში. თუ ადამიანი დარჩება სახლში, ოჯახის ექიმმა უნდა მიხედოს თავის დაზღვეულებს. ეს ყველა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მთავრობას, რადგან აღმოჩენის შემთხვევაში იწყება ეპიდემიოლოგიური შესწავლა, თუ ვინ სად დაინფიცირდა და ა.შ. ადამიანები სხედან სახლში, შეიძლება სიცხე ჰქონდეთ დასაწევი, ან რამე და ეს უნდა ვმართოთ, ბუნებრივი ამბავია. განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს არის სახლში მყოფი კოვიდ ინფიცირებულების მართვაში ჩართვა“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დაფინანსებაზე საუბარი არ არის.
„ჩვენი მხრიდან მთავარი საკითხი არის ის, რომ მოვისმინეთ ინფორმაცია და დაინიშნა ტექნიკური შეხვედრა იმის შესახებ, რომ პროტოკოლის შესახებ სწორად ვიყოთ ინფორმირებული. ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენჯერ უნდა დაურეკო პაციენტს, რა შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს და ა.შ. მიხედვაა ეს პაციენტის, სხვა არაფერი“, - აღნიშნა ხეჩინაშვილმა.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა პროცესში იმან განაპირობა, რომ მათ აქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება ონლაინ კლინიკების მართვის კუთხით.
„თქვენ გყავთ დატრენინგებული, გამოცდილი და პროფესიონალი ოჯახის ექიმები. დღეს დგას საკითხი, რომ არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თქვენს ბენეფიციარებს სჭირდებათ გამართული ინფრასტრუქტურა, პროფესიონალი ექიმები. ბევრი ხარვეზი გვქონდა გამოუცდელობის გამო, ეს ყველაფერი დავაიდენტიფიცირეთ, მაგრამ მნიშნელოვანია თქვენი გამოცდილება ჩართულობასთან ერთად. ინფიცირებულების ნაწილი არის დაზღვეული და კოორდინირებული მუშაობა არის მნიშვნელოვანი“, - მიმართა ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?