საქართველოს მთავრობამ 2021 წლისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროგრამები დაამტკიცა. ეს სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მისი ბიუჯეტი წელს 770 ათასი ლარია. უწყება წელს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარებასთან და დასაქმების მაძიებელთა კონსულტირების გარდა, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთათვის ხელფასის სუბსიდირების პროგრამას დააფინანსებს. აღნიშნულ პროგრამას სახელმწიფო რამდენიმე წელია ახორციელებს.
მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ პროგრამის ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოსგან ხელფასის 50%-ის დაფინანსებას მიიღებენ. პროგრამა კერძო სექტორის მხრიდან შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“შრომის ანაზღაურების სუბსიდირება – ახალგაზრდები, შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (50%-იანი დაფინანსებით, არაუმეტეს 560 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
1. ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 560 (ხუთას სამოცი) ლარს ერთ თვეში.
2. ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ, რის შემდეგაც სააგენტო ამ კომპონენტის ფარგლებში წარმოდგენილ ვაკანსიებზე შესასრულებელი სამუშაოების ანალიზისა და ბენეფიციარის კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში შესთავაზებს მას შესაფერის სამუშაო ადგილს.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 560 (ხუთას სამოცი) ლარისა.
4. პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადით.
5. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით, რომლის ფორმა, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების პირობები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან, რომელიც, თავის მხრივ, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის, არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. ამასთან, ამ ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება.
7. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი,”- ნათქვამია დადგენილებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის