მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფულით ეხმარება მთავრობა ხალხს, ყველასთვის გასაგები არ არის - ბერიკაშვილი

5f2c091204649
ვიქტორია მღებრიშვილი
07.08.20 09:40
1179
რა ფულით ეხმარება მთავრობა ხალხს ყველასთვის გასაგები არ არის - ამის შესახებ BM.GE-ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა მთავრობის სოციალური პაკეტის შეფასებისას განუცხადა.

ეკონომისტი განმარტავს, რომ ბიუჯეტი გადასახადების გადამხდელი მოსახლეობის თანხებით და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან სესხის სახით მოზიდული თანხებით ივსება, რომელსაც ფრთხილი განკარგვა სჭირდება.

„რთული აღსაქმელია, რომ ბიუჯეტის ფული ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფულია და რა ფულით ეხმარება მთავრობა ხალხს ყველასთვის გასაგები არ არის.

მეორე მხრივ ბიუჯეტის დაფინანსების წყარო, ჩვენი გადასახადების გარდა არის სესხები, რომელიც ავიღეთ და რომელსაც ვხარჯავთ ამ სოციალურ პაკეტებზე, შესაბამისად ძალიან დაკვირვებულად და ფრთხილად უნდა ხარჯვა ამ თანხებს, სხვა შემთხვევაში ეს სესხები ისევ ჩვენი შვილები გადასახდელია, რომელსაც ახლა ამბობენ რომ ეხმარებიან“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

მისი შეფასებით, მთავრობის მიერ წარდგენილ დახმარების პაკეტს სტრატეგიული გეგმის ფორმა არ აქვს.

„არ ვიცი, რას აპირებს სახელმწიფო და როდემდე გასწვდება მას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული თანხები, იმიტომ, რომ ამას სტრატეგიული გეგმის ფორმა არ აქვს.

ეკონომიკაში რესურსები შეზღუდულია ყველასთვის და მით უმეტეს ჩვენთვის. ჩვენ ავიღეთ ვალები, რითიც უკვე მივუახლოვდი იმ ნიშნულს - მშპ-ის 60%-ს, მეტი ვალის აღების რესურსი ქვეყანას არ აქვს ჩვენივე დაწესებული რესურსებიდან გამომდინარე. აღებულ ვალს კი მეტი მომსახურება სჭირდება, იქ პროცენტია გადასახდელი და ა.შ. შესაბამისად, ის თანხები, რომლებიც ჩვენ ვალად ავიღეთ, უნდა განვკარგოთ ფრთხილად“, - აღნიშნავს ეკონომისტი.