მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაიტანა საქართველომ 2019 წელს ექსპორტზე - TOP-10 პროდუქტი

5e255bdd58d4b
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.20 11:53
5980
დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებული საქონლის სრული მოცულობა $3.77 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 2018 წელთან შედარებით 12.4%-ით მეტია. საქსტატის მიხედვით, აქედან ექსპორტი რეექსპორტის გარეშე $2.35 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ექსპორტის დანარჩენი ნაწილი კი, რეექსპორტს წარმოადგენდა. 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები იყო. გასული წლის განმავლობაში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება $680 მილიონს აღემატება. 

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

1) მსუბუქი ავტომობილები - $686.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 68%;



2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $651.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29.2%;



3) ფეროშენადნობები - $302.9 მილიონი, კლება წინა წელთან 14%;



4) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $222.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13.2%;



5) სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $172.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17.2%;



6) მინერალური და მტკნარი წყლები - $133.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21.2%;



7) სპირტიანი სასმელები - $129.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 0.1%;



8) აზოტოვანი სასუქები - $94.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3.1%;



9) ოქრო - $72.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4.3%;



10) თხილი და სხვა კაკალი - $66.7 მილიონი, კლება წინა წელთან 4.3%.