მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაიტანა საქართველომ რუსეთში ექსპორტზე ომის დაწყების შემდგომ

625e76197fa3d
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.22 12:52
2243
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთში 16.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე. ეს წინა წელთან შედარებით 56%-ით ნაკლებია. 

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ექსპორტზე გასულ ძირითად სავაჭრო საქონელში შემცირებაა. თუ 2021 წლის მარტში რუსეთში ექსპორტირებული იყო 9.5 მილიონის ღვინო, წელს ექსპორტმა 5.4 მილიონი შეადგინა. ამასთანავე, გასულ წელს მარტში ექსპორტზე რუსეთში გავიდა 9.8 მილიონის ფეროშენადნობები, წელს მარტში კი მანგანუმის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში საერთოდ არ განხორციელებულა. 

რა გაიტანა საქართველომ რუსეთში ექსპორტზე მარტის განმავლობაში:

1.  ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -44%
2.  მინერალური და მტკნარი წყლები - 4.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -15%
3.  სიგარეტები - 0.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან  14%
4.  სპირტიანი სასმელები - 0.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -69%
5.  გაზიანი სასმელები შაქრით - 0.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -57%.

მარტში საქართველომ რუსეთიდან $91.6 მილიონის საქონელი შეიძინა, რაც ომის მიუხედავად 2.2 მილიონით (2.5%) არის გაზრდილი. რუსულ იმპორტში წამყვან პოზიციებს ენერგომატარებლები - ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია იკავებს. 

რა შეიძინა საქართველომ რუსეთიდან ომის დაწყების შემდეგ:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 21.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 89%
2. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 15.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -27%
3. ელექტროენერგია - 7.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 227%
4. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის - 5.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 184%
5. მარგარინი - 3.4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 78%.