მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაკეთდება რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში? - კომისიამ 4 არეალი აარჩია

6093dd68e76d4
ინგა მურუსიძე
06.05.21 18:00
736
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ამბროლაურში ჩატარებულ პირველ სდომაზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:
ამბროლაური - აღმაშენებლის და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები
ლენტეხი - თამარ მეფის და სტალინის ქუჩები
ცაგერი - რუსთაველის და კოსტავას ქუჩები
ონი - დავით აღმაშენებლის მოედანი

კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.