ვალუტის კურსის მკვეთრმა ცვლილებამ NOVA-ს 2,5-დან 3 მილიონამდე უარყოფითი კურსთა შორის სხვაობა მოუტანა, - ამის შესახებ კომპანია NOVA-ს, გენერალურმა დირექტორმა, ედიშერ ხიმშიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კურსის ცვალებადობა უფრო მეტი პრობლემა იყო, ვიდრე ოქროს სიის გაუქმება.
„პრობლემების ჩამონათვალში არის ორი პრობლემა, რომელმაც ხელი შეუშალა კომპანიას, უკეთეს მაჩვენებლებზე გასულიყო, მათ შორის არის ოქროს სია და ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება. ოქროს სიის გაუქმებამ ჩვენს კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ხოლო ვალუტის კურსის ასეთმა მკვეთრმა ცვლილებამ კომპანიას მოუტანა დაახლოებით 2,5-დან 3 მილიონამდე უარყოფითი კურსთა შორის სხვაობა, რაც ძალიან დიდი დანაკარგია ქართული კომპანიებისთვის“, - განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.
რაც შეეხება 2019 წელს, როგორც NOVA-ს დირექტორმა განაცხადა, მიმდინარე წელს კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა.
„მიმდინარე წელს დავასრულეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, ერთ-ერთი მათგანი არის EBRD-ის პროექტი ინფრასტრუქტურის და განვითარების მიმართულებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თუნდაც დღეს NOVA მოხვდა მწარმოებლების რეიტინგში და ეს დაგვეხმარება, რომ ამ რეიტინგებში წინ გადავინაცვლოთ. იმ რესურსიდან, რაც გაგვაჩნია, ვიყენებთ მხოლოდ 60%-ს, რადგან 40% არის ახალი წარმოება, ახალი ხაზები, რომლითაც შეგვიძლია გაცილებით დიდი მასშტაბები შევქმნათ საქართველოში წარმოების გაფართოების კუთხით.
რაც შეეხება წარმატებების კიდევ ერთ მიმართულებას, გუნდი არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებისთვის და დოვლათისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა, ვვითარდებით და ვიზიარებთ ევროპულ გამოცდილებას. 2019 წლის განმავლობაში სამი მიმართულებით გვყავდა ექსპერტები ევროპიდან, რომლებიც გვიწევდნენ კონსულტაციას, თუ როგორ უნდა ვმართოთ და როგორ უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილებები, რომელიც ევროპამ გაიარა და ეს ძალიან გვეხმარება. იყო შემთხვევა, როცა მათ რეკომენდაცია მოგვცეს, გავიდა დრო და ზუსტად იმ ფაქტების წინაშე დავდექით, რაზეც მათ მიგვითითეს. ამაში ჩვენ ვხარჯავთ რესურსს, დროს და ენერგიას. ჩვენ ვთანამშრომლობთ EBRD-თან, ჩვენი აუდიტორული კომპანია გვემხარება იმაში, რომ ვიყოთ უფრო მეტად პროგნოზირებადი. ჩვენ ზუსტად ვიცით რა გზით უნდა ვიაროთ 2020 წელს, 2021-ში, 2022-ში და ა.შ.“, - განაცხადა ხიმშიაშვილმა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა