მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დააყენა ქართველი ფერმერები COVID-19-მა - კვლევა

5e8f16d98d7e8
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.20 16:46
2633
ახალი კორონავირუსის გავრცელებამ თავისი გავლენა იქონია არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე, არამედ გლობალურად - მსოფლიო ეკონომიკაზე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დაინტერესდა როგორ აისახა COVID-19-ის გავრცელება ქართველ ფერმერებზე და რა გამოწვევების წინაშე დააყენა სოფლის მეოურნეობა და მისი წარმოამდგენლები ვირუსმა - ამ მიზნით ასოციაციამ მარტის ბოლოს წევრი ფერმერების ბაზაზე კვლევა ჩაატარა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 175 ფერმერისა და აგრობიზნესის წარმომადგენლი იღებდა მონაწილეობას.

როგორც BM.GE-ის საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, ძირითადი გამოწვევები, რაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს შეექმნათ, არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სამუშაო ძალის გადაადგილება, პროდუქციის გაყიდვების შემცირება და სხვა.

ფერმერთა ასოციაციის კვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-მა უარყოფითი გავლენა იქონია საწარმოო რესურსებისა ხელმისაწვდომობაზე. გამოკითხულ ფერმერთა უმრავლესობა - 61% - მიიჩნევს, რომ იმპორტირებული აგროსაშუალებების ფასი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო გაიზარდა; ამასთან ნაწილი მიიჩნევს, რომ აგროსაშუალებებზე წვდომა შეიზღუდა, ნაწილი კი ამ აზრს არ იზიარებს და ეწინააღმდეგება კიდეც, თუმცა მათი უმრავლესობა - 42% -თანხმდება იმაზე, რომ ისეთ საწარმოო რესურსებზე როგორიცაა სამშენებლო მასალები, მექანიზაცია და სხვა წვდომა შეზღუდულია.

ფერმერთა ასოციაციის მიერ წარმოებული კვლევაში აგროსაქმიანობაში ჩართული სუბიექტებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად სახელდება.

გამოკითხულთა 30%-სთვის დოლარში არსებული სესხზე გადასახადები გაიზარდა, ამასთან რესპონდენტების 40%-მა ისარგებლა ბანკის მიერ შეთავაზებული სესხის გადავადებით, ხოლო 35% ამბობს, რომ ახალი სესხის აღება გართულებულია, მაშინ როდესაც ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად ფინანსურის რესურსი სჭირდებათ.

რაც შეეხება სამუშაო ძალასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კვლევამ ცხადყო, რომ მუშახელის გართულებული გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე მუშახელის შიში ახალი კორონავირუსის მიმართ და ამის გამო სამსახურში არ გამოცხადება. ამასთან COVID-19-ს არ მოუხდენია გავლენა არც მუშახელის ანაზღაურებაზე.

ამასთან, გამოკითხულთა 80% თანხმდება იმაზე, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტის გაყიდვას HoReCa სექტორის დახურვის გამო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მეცხოველეობაზე, მევენახეობაზე სასათბურე მეურნეობაზე და მეფუტკრეობაზე. გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ გაყიდვები არ გაზრდილა, ისევე როგორც 75% თქმით, უცვლელია პროდუქტების გასაყიდი ფასიც.

COVID-19-მა ფერმერებსა და აგრობიზნესში დასაქმებულებს გაყიდვების მიმართულებით სიახლეების ათვისებისგკენ უბიძგა და გამოკითხულთა 17%-ის თქმით, ისინი თავისი პროდუქტის რეალიზაციას ახდენენ როგორც არსებული, ისე ახალი არხების საშუალებით, ისეთ როგორებიცაა სოფლიდან.ჯი, ფეისბუქი, ახლომდებარე მაღაზიები, გლოვო და სხვ.

მათ შორის არიან ისეთი ფერმერებიც, რომლებსაც პროდუქტი ექსპორტზე ვეღარ გააქვთ და ასეთი გამოკითხულთა 17%-ია.

კვლევაში ჩართული სოფლის მეურნეობის წარმომადგენლების 55% ზემოთაღნიშნულ გამოწვევებთან ერთად სხვა გამოწვევებსაც ასახელებს, კერძოდ კი: პროგნოზის არარსებობის გამო მათთვის რთულდება ბიზნესსაქმიანობის დაგეგმვა; გამოცდილების ნაკლებობა აფერხებს გაყიდვების ციფრულ არხებზე გადასვლას; გართულებულია ქსელურ მარკეტებთან მოლაპარაკებები; შეიზღუდა სამუშაო ძალის გადაადგილება; ამასთან სექტორში შემნახველი მეურნეობების დეფიციტიც არის.