მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართული ღვინის ექსპორტიორები? - TBC Capital

6249d24306ab8
მარიამ იზორია
03.04.22 20:59
1038
რუსეთ-უკრაინის ომი ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, რადგან ქართული ღვინის ექსპორტში 56%-იანი წილი სწორედ რუსეთის, 10%-იანი წილი კი უკრაინის ბაზარზე მოდის.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძე „საქმიან დილაში“ იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც მიმდინარე წელს ქართველ ღვინის ექსპორტიორებს ექნებათ.

„გამოწვევები რის წინაშეც ვდგავართ უპირველესად დივერსიფიცირება - კონკრეტული ბაზრიდან გამოსვლა და ახალ ბაზრებზე შესვლა მოკლე ვადაში რთული ამოცანაა მეღვინეებისთვის, შესაბამისად აქ გარკვეული სირთულეები შეიქმნება. მეორე მხარეს არის გადახდის სირთულე, ანუ როგორ მოხდება ანაგრიშსწორება, რამდენად სანდო იქნება ეს ურთიერთობები, პროცესები შეფერხდება თუ არა.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც დივერსიფიცირებაზე ვსაუბრობთ, ქართველი ღვინის მწარმოებლები არ იქნებიან იმ მდგომარეობაში როგორშიც ომამდე იყვნენ, რადგან მიწოდება ალტერნატიულ ბაზრებზე იზრდება. იმატებს კონკურენცია. როგორც საქართველოსთვის არის გართულებული საექსპორტო ურთიერთობები ისე არის სხვა დანარჩენი ქვეყნებისთვისაც“, - განმარტავს „თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსი.

აღსანიშნავია ისიც, რომ "თიბისი კაპიტალის" კვლევამ, რომელიც ქართულ ღვინის ინდუსტრიას ეხება, ისიც აჩვენა, რომ რუსეთი ყველაზე იაფფასიან ღვინოს მოიხმარს. მაგალითისთვის, კვლევის მიხედვით, 2021 წელს რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი $2.65 იყო. რაც ახალი ბაზრებიდან შემოთავაზებულ ფასზე უფრო დაბალია.