მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგას ადგილობრივი და ევროპული ბიზნესი საქართველოში? – ევროკავშირის ელჩის მოსაზრება

619f45f94346a
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.21 12:18
720
ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრებმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართეს, სადაც ქვეყანაში მოქმედი ევროპული ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის DCFTA-ს შესაძლებლობები, რეგულაციები და სხვა საკითხები. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა, რომ EBA პლატფორმა არის მნიშვნელოვანი, რადგანაც მისი საშუალებით ბრიუსელი მოისმენს, თუ რა არის საქართველოში მოღვაწე ევროპული ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი, ამასთანავე, პლატფორმა ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს მთავრობასაც.

“შევხდებით და მოვისმენთ ხედვებს ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებისგან. უკანაკსნელი თვეების განმავლობაში ვცდილობთ, რომ შევქმნათ უფრო მტკიცე პლატფორმა, რათა ეს იყოს ერთ-ერთი წარმმართველი თავად ევროპულ დელეგაციებთან და ბრიუსელთან ურთიერთობაში თუ როგორია საქართველოში ბიზნესის კეთების მხრივ არსებული ვითარება. ამასთანავე, ეს პლატფორმა იქნება კომუნიკატორი თავად საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც ევროპული ბიზნესის ინტერესებს გააცნობს. რათა საქართველომ მაქსიმალურად აითვისოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობები და მოიზიდოს უფრო მეტი ევროპული ინვესტიცია,”- აცხადებს კარლ ჰარცელი.

“ევროპის ბიზნეს ასოციაცია (EBA) შედგება ევროპული კომპანიებისგან, რომლებიც საქართველოში კომერციულ საქმიანობას ახორციელებენ და ასევე, ქართული კომპანიებისგან, რომლებსაც ევროპასთან სავაჭრო თანამშრომლობის სურვილი აქვთ. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ განვიხილოთ ვაჭრობის ხელშეწყობა საქართველოსა და ევროპას შორის. ის, რაც ყველა აქ წარმოდგენილ ბიზნეს კომპანიას აერთიანებს, არის, რომ გვაქვს ევროპული სტანდარტები და ევროპული ღირებულებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა კომპანია, რომელიც წარმოდგენილია, იცავს ამ სტანდარტებს. ჩვენ გვსურს ძალიან მარტივი პასუხი, რომ სავაჭრო საქმიანობა ევროპაში იგივეა, რაც სავაჭრო საქმიანობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ბიზნესი დგას გამოწვევების წინაშე, ესაა პირველ რიგში პოსტ-კოვიდური სიტუაცია, მნიშვნელოვანია ასევე, საჯარო შესყიდვები და დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი შეხვედრაზე იქნება წამოყენებული, ასევე პროფესიული განათლება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი თემაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA),”- განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ჯონ ბრეკეველდტმა.