USAID-ის საქართველოს ეკონომიკური ოფისის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩევლის დავით წიკლაურის შეფასებით, კაპიტალის ბაზარი საქართველოსთვის სიახლეა. ის თვლის, რომ ბაზარი ვითარდება, ახალი პროდუქტები ინერგება და ახალი მოთამაშეებიც ჩნდებიან, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა არსებობს. საკითხთან დაკავშირებით მან BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის გამოწვევებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მისივე თქმით, მთავარ გამოწვევებს შორის ის არის, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ჯერჯერობით დიდი ფულადი რესურსი ჩადებული არ არის.
„საქართველოში ამ სფეროში ჯერ დიდი რესურსები ჩადებული არ არის, ბიზნესები უნდა გაიზარდონ, რომ მათი საქმიანობა ეფექტიანი და იაფი იყოს. აღსანიშნია, რომ ხშირად ასეთი კაპიტალის ფონდების ინვესტორები ევროპელი ინვესტორები არიან და ეძებენ ბიზნესებს, რომლებიც ევროპაში ახდენენ ექსპორტს. რატომ - იმიტომ, რომ ამით რისკები ბალანსდება, სწორედ ამიტომ ეს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სახელმწიფომაც უნდა წაახალისოს კაპიტალის ბაზრის განვითარება. ძალიან სწორად მიდის მოვლენები, მაგრამ შეიძლება კიდევ რაღაცების გაკეთება. პროგრესი არის, ფინანსები მოდის, თუმცა ყოველთვის ფინანსებში არ არის საქმე. ძალიან ხშირად გვქონია, შემთხვევა, როდესაც გვინდა ვნახოთ ბიზნესი ვისაც დავეხმარებით, მაგრამ პოვნა გვიჭირს. ანუ მარტო ფინანსები არ არის პრობლემა, პრობლემაა ის მეწარმეც, რომელიც მზადაა რომ ეს ფინანსები აითვისოს“ - აღნიშნავს დავით წიკლაური.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი