TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ “საქმიანი დილის” ეთერში პანდემიის პირობებში წარმოქმნილ პრობლემებსა და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
თეა ზაქარაძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდი აეროპორტისთვის რთულად გადასალახი იყო.
“რაც დღეს ხდება ავიაციაში, ზოგადად მსოფლიოში და არამარტო საქართველოში, ეს ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რადგან ეს არის კრიზისი, ეს არის ბათუმის შემთხვევაში ე.წ. lockdown, იმიტომ რომ ბათუმის აეროპორტი ფაქტობრივად დაკეტილია და თბილისის შემთხვევაში, თუ დღეში 100-დან 140 რეისამდე გვქონდა, დღეს ბათუმში 8-10 და მაქსიმუმ 15 რეისი ხორციელდება, ისიც სატვირთო რეისები, ტექნიკური ლენდინგები, დღეში 1 ჩარტერი და ხანდახან ისიც არ არის", – ამბობს თეა ზაქარაძე.
TAV Airports მსოფლიოს 95 აეროპორტში ოპერირებს და 1400-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, ფინანსური კრიზისის მიუხედავად თანამშრომლები არ შეუმცირებია.
"ის გამოცდილება რაც ჩვენ ოპერირების სფეროში გვაქვს, ძალიან გამოგვადგა ამ კრიზისულ პერიოდში. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როდესაც ხარ ამხელა კომპანია და მართავ ქვეყნის მთავარ აეროპორტს, ასეთი სიძნელეების და გამოწვევების წინაშე დავდექით. პირველ რიგში, აქ ყველაზე დიდი სირთულეა, რომ გვყავს ძალიან დიდი სტაფი, 1400-მდე თანამშრომელი და ამაყი ვარ დღეს, რომ ჩვენ დღემდე ვიხდით ხელფასებს, დღემდე არ გაგვიშვია არცერთი თანამშრომელი. ფინანსურად ძალიან რთული იყო ეს პერიოდი და ახლაც ასეთივე რთულია, თუნდაც ის შემოსავალი, რაც ამ ეტაპზეა, ფაქტობრივად არ არის და რაც არის ამ მცირე შემოსავლით ხელფასებსაც ვერ ვიხდით, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვქონდა რეზერვები და შევძელით ის, რომ არცერთი თანამშრომელი შეგვიმცირებია", – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
მისივე თქმით, ყველა ახალი რეგულაცია და პროცედურა არის დაკავშირებული ხარჯთან. მითუმეტეს მაშინ როდესაც ასობით თანამშრომელზეა საუბარი.
"რაც არის საჭირო 20 რეისისთვის, იგივე რაოდენობის თანამშრომელია საჭირო 5 რეისისთვისაც. შესაბამისად, პერსონალის ეკიპირება, სადეზინფექციო სითხეები, სპეციალური კამერები, სიცხის საზომი კამერები და სხვა დანარჩენი, რაც არის ეს ყველაფერი არის ხარჯებთან დაკავშირებული, მაგრამ ამაზე არც კი დავფიქრებულვართ, რადგან ეს იყო გასაკეთებელი, იმიტომ რომ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება, ჩვენთვის არის ყველაზე მეტად პრიორიტეტული და რა თქმა უნდა, მგზავრების უსაფრთხოებაც პრიორიტეტულია. შესაბამისად, კომპანიამ გაიღო ის ხარჯი, რაც საჭიროა ამისთვის", – განმარტა თეა ზაქარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის