28.აპრილი .2020 09:00

რა გამოწვევების წინაშეა ქართული სათამაშოების ინდუსტრია - EPRC-ის კვლევა

views 705
უკან

ეკონომიკური პოლიტიკისა კვლევის ცენტრის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GeClose2EU) ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა 2 ახალი დარგი: სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოება, რომლებსაც განვითარების, ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალი აქვს. 

როგორც კვლევის შედეგად ირკვევა, სათამაშოების ადგილობრივი წარმოების გასავითრებლად ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს, რომლის დაძლევა ბიზნესსუბიექტებს უხდებათ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სათამაშოების ბაზრის მოცულობა საქართველოში ჯამურად 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კი კარგ წინაპირობას იძლევა, პირველ რიგში, ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკის განსახორციელებლად.

კვლევაში ჩართული სათამაშოების ინდუსტრიის წარმომადგენლები იმ გამოწვევებს ასახელებენ, რომელთანაც გამკლავება ყოველდღიურად უწევთ.

სათამაშოების ინდუსტრიაში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს და მათი უმრავლესობა თბილისში მდებარეობს, რაც როგორც კვლევით ინსტიტუტში განმარტავენ, დარგის კლასტერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

კვლევის თანახმად, დარგი განიცდის ნედლეულის, ტექნოლოგიების და ცოდნის დეფიციტს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებს, რომ კონკურენტუნარიანი იყოს როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე; ექსპორტის ანალიზი ცხადყოფს, რომ დარგს არ აქვს მოპოვებული ნიშური საექსპორტო ბაზარი და მწარმოებლები არიან სტაბილური ბაზრის ძიებაში, ამიტომ ექსპორტის გეოგრაფია მრავალფეროვანია და მუდმივად ცვალებადი. ერთადერთი, მეტ-ნაკლებად მდგრადი ბაზარი ამ თვალსაზრისით, ამ ეტაპისთვის, სომხეთია.

საჭიროებების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ნაწილი მათგანი მარტივად გადაჭრადი იქნება, თუ მწარმოებლები შეძლებენ და გაერთიანდებიან კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილების ირგვლივ. ამაში მათ დაეხმარებათ ერთგვარი კლასტერის ჩამოყალიბება, რომლის მეშვეობითაც გადაჭრიან ისეთ პრობლემებს, რომლებთან გამკლავებაც ინდივიდუალურად შეუძლებელია. ამ მიმართლებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია, ჩამოყალიბებულია სათამაშოების მწარმოებელთა ასოციაცია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ასოციაციამ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით გააგრძელოს თანამშრომლობა და უფრო გააღრმავოს, რათა მათთვის ხელსაყრელი მომსახურებების ნაწილის მთლიანად დარგისთვის შეთავაზება მოხდეს, მაგალითად:

- ერთობლად შეძლებენ მარკეტინგული კვლევების დაკვეთას, რაც მათ მისცემს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და საფასო დიაპაზონზე. ასევე საექსპორტო ბაზრების შესახებ ინფორმაციასა და ანალიზს.
- ექსპორტის განხორციელება - შესაძელოა, სხვა მსგავს ბიზნესებტან ერთად მუშაობა და ერთიანი გაბის შექმნა ევროპაში.
- მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელია ერთი ოპერატორის მიერ ძვირადღირებული დანადგარების მომსახურების მიწოდება.
ცოდნის გაზიარე და ტრენინგები, საექსპორტო ბაზრებზე პოზიციონირებაში დახმარება, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის გაგრძელება და ფინანსური დახმარება - ეს ის რეკომენაციებია რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გასცემს, იმისთვის რომ მოხდეს დარგის სწორი განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

ცნობისთვის, EPRC-მ აპრილის დასაწყისში გამოქვეყნა კვლევის შედეგები "საქართველოდან ევროკავშირში მრეწველობის და მომსახურების ცალკეული პროდუქტების ექპორტირების პერსპექტივების შეფასება", სადაც
17 სასაქონლო ჯგუფისა და 46 დარგის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა 5 პერსპექტიული დარგი და 2 ქვედარგი, რომლებსაც განვითარების, ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ზრდის პოტენციალი აქვს. ეს ორი ქვედარგი სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის წარმოება იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა