20.ოქტომბერი .2020 16:45

რა გამოწვევებზე ისაუბრა „აჭარა ჯგუფმა“ პრემიერთან შეხვედრაზე?

views 888
უკან

"აჭარა ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრის ნინო ზამბახიძის განცხადებით, „აჭარა ჯგუფმა“ პრემიერისა და ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებლების შეხვედრაზე ის საკითხები დააყენა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა კომპანია.

„ის გამოწვევები, რაც გვქონდა დავაყენეთ და მივიღეთ პირობა, რომ სამუშაო რეჟიმში შევალთ, დაითვლიან როგორ შეიძლება საშემოსავლოს და ქონების გადასახადის გადავადება და როდემდე და შემდეგ უკვე გვექნება კომუნიკაცია“, - განუცხადა ნინო ზამბახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სასტუმრო ბიზნესს ყველაზე მეტად საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადის საკითხი აწუხებს.

„კოვიდი და პანდემია ყველაზე უფრო სტუმარ-მასპინძლობის სექტორს დაეტყო და ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესი. პრემიერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, როგორიც არის საშემოსავლოს გადავადება, ქონების გადასახადის გადავადება, იმიტომ, რომ ძირითად შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მსხვილი ბიზნესები სხვა პროექტებს მიღებული სტუმრებიდან და შემოსავლებიდან აფინანსებდნენ და რადგან დღეს ტურისტების ნაკლებობაა ქვეყანაში და არ არის იმდენი თანხის შემოსავალი, მოვითხოვეთ გადავადება“, - განაცხადა „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა და დასძინა, რომ პრემიერის პირველი კომენტარი დასაქმებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეეხებოდა.

მისივე ინფორმაციით „აჭარა ჯგუფმა“ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ი კომპანიის ინტერესებიდან და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სახელმწიფოს კოვიდის მიმღები სასტუმროს პროექტისთვის გადასცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა