25.სექტემბერი .2019 11:49

რა განსხვავებაა სატრანსპორტო პოლიტიკის მოწყობის თვალსაზრისით „სისტრასა“ და „რამბოლს“ შორის?

views 1680
უკან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, განსხვავება ფრანგულ კომპანია „სისტრას“ და დანიურ კომპანია „რამბოლის“ სამუშაოებს შორის არის ის, რომ „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დაგეგმარებას ითვალისწინებს, ხოლო „რამბოლი“ სტრატეგიულ დოკუმენტზე (ტრანსპორტის გენერალური გეგმა) იმუშავებს და ქალაქში მოძრავ ყველანაირ ტრანსპორტს მოიცავს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, „სამუშაოებს დაახლოებით 11 თვე დასჭირდება და 11 თვის თავზე სრული დოკუმენტი მზად იქნება.“

ცნობისთვის, კახა კალაძემ დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის 15-წლიანი ურბანული მობილობის ანუ იგივე ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რაც ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს დეტალურად განსაზღვრავს.

"დოკუმენტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ტრანსპორტისთვის სწორი მოძრაობა შემუშავდება", -  აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა