მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გარანტიას იძლევით, რომ მაუწყებლებზეც არ გავრცელდება ეს კანონპროექტი? - კობერიძე ბექაურს

5f083f8faed4c
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.20 14:44
893
რა გარანტიას იძლევით თქვენ ან რის საფუძველზე შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ მაუწყებლებზეც არ გავრცელდება ეს კანონპროექტი - ეს შეკითხვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხოდმაზე  ლევან კობერიძემ კომუნიკაციის კომისიის ხელმძღვანელს კახა ბექაურს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას დაუსვა.

როგორც კახა ბექაურმა განაცხადა, ცვლილებების მაუწყებლებზე გავრცელების არანაირი თეორიული შანსი არც მანამდე იყო და არც ახლაა.

„ მაუწყებლებს ეს ცვლილებები საერთოდ არ ეხება. რაც შეეხება ელექტორნული კომუნიკაციის ნაწილში, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში იყო წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ყველას ეხება და მათ შორის ამ კანონის დარღვევითვის იმ ორგანიზაციებსაც, რომელსაც მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გავლილი აქვს, თუმცა მაწუყებლობის დარღვევისთვის არ ირთვება ეს მექანიზმი. შესაძლოა ეს ჩართულიყო ელექტორნული კომუნიკაციების კანონის დარღვევისას და იქ გაწერილია მექანიზმი, რომ მმართველი მხოლოდ და მხოლოდ იმ გადაწყვეტილების აღსრულების ჩარჩოთი შედის, რაც ვერ აღასრულა კომისიამ. მაგრამ ბოლო დისკუსიისას, როდესაც კომიტეტთან ამ საკითხზე ვმუშაობდით, განვიხილავთ, რომ დავიწროვდეს ის გადაწყვეტილებები, რომლის არ შესრულებისთვის ეს მმართველის მექნიზმი ჩაირთვება და სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს როგორც წილის გასხვისების და შერწყმის წინასწარ არ შეთანხმების საკითხები, ასევე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხები, რომლებიც თავისთავად გულისხმობს და კანონში ეს განმარტებულია, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს სპეციფიკური ვალდებულებების არ შესრულებას.

თავისთავად სპეციფიკური ვალდებულებები მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებს ეკისრებათ, ეს საერთოდ გამორიცხავს იმ მაუწყებლების ნაწილსაც, რომლებიც ელექტორნული კომუნიკაციის კანონით ავტორიზებულები არიან. ამიტომ თეორიული შანსებიც არ არის არანაირი არც იყო მანამდე, მაგრამ არც ახლაა“, - განაცხადა კომინიკაციების კომიის ხელმძღვანელმა.