23.აგვისტო .2019 09:30

რა გარიგებები დაიდო საქართველოს საფონდო ბირჟაზე 12 აგვისტოდან - დღემდე

views 267
უკან

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 12-დან 22 აგვისტოს ჩათვლით, ე.წ "ფიქსინგის" დროს, სულ 2 გარიგება დაიდო.

ლარში სს "აქატის" 114 ფასიანი ქაღალდი გასხვისდა, თითოეული მათგანის საშუალო შეწონილი ფასი GSE.GE-ს ინფორმაციით, 2.9 ლარი იყო, შესაბამისად ჯამური ღირებულება 332 ლარია. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, კომპანია 1996 წელსაა დაფუძნებული, მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კობიაშვილია, დირექტორი კი ლენა ბარამიძე. სს "აქატი" საქართველოს საფონდო ბირჟაზე ჯერ კიდევ 2000 წელსაა დალისტული.

რაც შეეხება დოლარში განხორციელებულ გარიგებებს, შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 4 ფასიანი ქაღალდი გასხვისდა, თითო 1029 დოლარად, ჯამური ღირებულებით 4118 დოლარი. საჯარო რეესტრის ცნობით, შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელი სს "საქართველოს ბანკია", გენერალური დირექტორი კი ელდარ ახვლედიანი. კომპანია კომპანიას საქართველოს საფონდო ბირჟაზე სულ 3 ემისია ჰქონდა, პირველი მათგანი კი 2015 წელს განხორციელდა.

რაც შეეხება ბირჟის ინდექსს, GSX-ს, 21 აგვისტოს მონაცემებით, ის 162.7 პუნქტისგან შედგება, რაც წლის მაქსიმუმია.

საქართველოს საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიატალიზაცია 31 ივლისის მონაცემებით, 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა