მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გარიგებები დაიდო საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას

5e01cea041200
ლევან თაღიაშვილი
24.12.19 15:35
665
გასულ კვირას სავაჭრო სესიების დროს „ლიბერთი ბანკის“  4000-მდე აქცია გასხვისდა თითქმის მინიმალურ ფასად და გარიგების ღირებულება 90 ლარი იყო.

მსხვილი გარიგება დაიდო m2-ის ობლიგაციებზე. შპს „მ2 კომერციული ქონებების“ თითქმის 100 ობლიგაცია გასხვისდა, თითოეულის ღირებულება 1020 დოლარი იყო და ჯამურმა ფასმა 99 ათასი დოლარი შეადგინა.

ბოლო 1 კვირის განმავლოაბში საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი, GSX არ შეცვლილა და ის კვლავ 92 პუნქტისგან შედგება.

30 ნოემბრის მონაცმებით, საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მილიარდ 946 მილიონი ლარია, რაც 2019 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.