მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გარიგებები განხორციელდა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 1 კვირის განმავლობაში

5dedf4a0d18bd
ლევან თაღიაშვილი
09.12.19 12:00
1007
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ბოლო ერთ კვირაში ე.წ „ფიქსინგის“ დროს რამდენიმე მსხვილი გარიგება დაიდო m2-ის ფასიან ქაღალდებზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კომპანიის რამდენიმე ემისია განხორციელდა და ის დალისტულია როგორც სს „m2 უძრავი ქონების“, ასევე შპს „მ2 კომერციული ქონებების“ სახელით. 2 დეკემბრიდან - დღემდე m2-ის ობლიგაციებზე დადებულმა გარიგებების ჯამურმა ღირებულებამ 245 ათასი დოლარი შეადგინა და 243 ობლიგაცია გასხვისდა.


ლარში არასაბირჟო გარიგებებისას სს „თელასის“ 10 000 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა და თითოეული მათგანის ღირებულება 1 ლარი იყო.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, როგორც ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვიგებთ, სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალისა“ და „სავანე - ღვინის N1 ქარხნის“ აქციები მოიხსნა ბირჟიდან. ბოლო მონაცემებით ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 40 ერთეულს აჭარბებს, თუმცა აქ იგულისხმება ერთი და იგივე კომპანიის რამდენიმე განსხვავებული ემისიაც. ჯამში A კატეგორიაში 10 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, B-ში 6, დანარჩენი კი არა-სალისტინგო კატეგორიას მიეკუთვნება.