მიმდინარე კვირის უმთავრესი ეკონომიკური მოვლენა, უდავოდ, აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებაა. FED-ის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი გასულ თვესაც 0.75%-ით გაზარდა - მონეტარული პოლიტიკის მსგავსი ტემპითა და სიხისტით გამკაცრების გადაწყვეტილება FED-ს 1994 წლის შემდეგ არ მიუღია.
გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადმა განაკვეთებმა 2.25-2.50%-იან ნიშნულებს მიაღწიეს, რაც ამერიკული სტანდარტებით მაღალ მაჩვენებლად ითვლება.
ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე მნიშვნელოვნად გასცდა FED-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აშშ-ში ინფლაციის დონემ 9.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.
FED-ის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე.
FED-ის გადაწყვეტილება ყველაზე მყისიერ ასახვას საფონდო ბირჟებზე პოვებს - ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მკვეთრად გაიზარდა ყველა ძირითადი ამერიკული საფონდო ინდექსი, კერძოდ, S&P 500-ის ღირებულებამ 2.60%-ით მოიმატა; Dow Jones-ის ინდექსი 1.37%-ით გაიზარდა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება 4%-ითაა გაზრდილი.
ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნეგატიურ გავლენას ახდენს კაპიტალის ბაზარზე, თუმცა ამჯერად ინვესტორებმა და ტრეიდერებმა FED-ის გადაწყვეტილება პოზიტიურ სიახლედ მიიღეს, რადგან განაკვეთის 75-პუნქტიანი ზრდა ისედაც ყველა ინვესტორის საბაზო სცენარით იყო გათვალისწინებული. სარისკო ანუ ბირჟებისთვის არასასურველ სცენარად კი განაკვეთის 100-პუნქტიანი ზრდა განიხილებოდა.
ამჟამად ინვესტორთა მოლოდინი შემდეგია: ფედერალური რეზერვის მიერ აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილი პროგნოზირებს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში FED-ი კიდევ სამჯერ მიიღებს განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას, საორიენტაციო მაჩვენებლად კი 75 – 100 საბაზო პუნქტი განიხილება.
მოსალოდნელია, რომ განაკვეთი წლის ბოლომდე 3.5%-მდე გაიზრდება, რაც 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქნება.
აღნიშნული სცენარი ამჟამად უკვე ასახულია საფონდო ბირჟებზე და გარკვეული აქტივების ფასებზე. FED-ის მიერ კიდევ უფრო მეტად აგრესიული პოლიტიკის არჩევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბირჟებზე დათვისებური დაღმასვლის ტენდენცია კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
FED-ის გადაწყვეტილებას ამჟამად უშუალოდ განაპირობებს ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა, რაც, თავის მხრივ, FED-ის ერთგვარად უზღუდავს თავისუფლებას, რადგან ზედმეტად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ნეგატიურ ზეწოლას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, რაც, ცხადია, ჯერომ პაუელისა და მისი გუნდის ინტერესებში არ შედის. შესაბამისად, FED-ს საკმაოდ დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს, რასაც, ბუნებრივია, ინვესტორები უდიდესი ყურადღებით აკვირდებიან.
მეორე ძირითადი გლობალური საკითხი, რომელზეც ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება უშუალო გავლენას ახდენს, ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსია.
როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი დაბალია.
გლობალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტად ძლიერდება ამერიკული დოლარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და მყარი სარეზერვო ვალუტის ნარატივი. აღნიშნულ ტენდენციაზე მიუთითებს დოლარის სიძლიერის განმსაზღვრელი DXY ინდექსის მკვეთრი ზრდა, რომელიც ამჟამად 20-წლიან მაქსიმუმზეა. ამ ინდექსის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ამერიკული დოლარი თითქმის ყველა საერთაშორისო ვალუტასთან მიმართებით მყარდება, თავად დოლარის სიძლიერის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის ხისტი გამკაცრების პოლიტიკაა.
FED-ის აქტიურობის ფონზე, იზრდება ზეწოლა ევროპის ცენტრალურ ბანკზე, რადგან ECB-ის ქმედების დაგვიანების შემთხვევაში, ინვესტორები ევროობლიგაციებიდან ამერიკულ ფასიან ქაღალდებში გადაინაცვლებენ, რაც უშუალოდ იქნება განპირობებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებით.
საფონდო ბირჟების ხსენების პარალელურად, ხაზი უნდა გაესვას FED-ის გავლენას კრიპტოვალუტების ბირჟაზეც, რომელიც 24 საათში თითქმის 10%-ით გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა ერთდღიან ჭრილში 8%-ით მოიმატა, ხოლო ეთერიუმის ღირებულება 11%-ითაა გაზრდილი. ამ შემთხვევაშიც, FED-ის მიერ შედარებით კონსერვატიული პოლიტიკის გატარება ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს.
რაც შეეხება ოქროს ბირჟას, იგი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და უნცია ოქროს ფასი ისევ 1,750 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საგულისხმოა, რომ ექსპერტები ოქროს დოლარის საწინააღმდეგო აქტივად განიხილავენ - მყარი დოლარი ამცირებს ოქროს ფასს, სუსტი კი - პირიქით. ამ შემთხვევაში, 75-პუნქტიანი ზრდა ოქროს ინვესტორთათვისაც მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უკვე წინასწარ იყო ასახული ბირჟაზე და ამიტომაც მას ფასის მკვეთრი ცვლილება არ მოჰყოლია.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი