"კავეას" მარკეტინგის დირექტორის გვანცა გარმელიას თქმით, “მწვანე პასპორტის” გაუქმების შემდეგ კინოთეატრებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, როგორც მან BMG-ის უთხრა, მაყურებლის რაოდენობა მრავალ ფაქტორზე, უმთავრესად კი იმაზეა დამოკიდებული, რა ფილმი გადის, ასევე როგორია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და სხვა.
“მწვანე პასპორტების სისტემის დანერგვამ გარკვეული ზეგავლენა იქონია ვიზიტორთა რაოდენობაზე, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, თან დიდი პრემიერებიც დაემთხვა. იმ დროს “სპაიდერმენი” გადიოდა და მის სანახავად ბევრმა “მწვანე პასპორტიც” კი აიღო”, - ამბობს კინოთეატრების წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, საქართველოში “მწვანე პასპორტის” სისტემამ, რაც გულისხმობდა გარკვეული დათქმებით მოქალაქეების სხვადასხვა ობიექტზე შეშვებას, ჯამში ორი თვე იმუშავა. როგორც გვანცა გარმელია ამბობს, ახლა იმ მაყურებელთა ნაწილს იბრუნებენ, რომლებიც ამ სისტემის ამოქმედების გამო დაკარგეს.
მისივე თქმით, ამჟამად "მწვანე პასპორტების" სისტემის გაუქმების მიუხედავად, კინოში რჩება გარკვეული რეგულაციები, როგორებიცაა მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა დარბაზში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება და ა.შ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი