მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება აზარტული თამაშების ინდუსტრიის რეგულირებას ინვესტორებზე?

61ec10348c999
BM.GE
22.01.22 22:53
923
"ჩვენ ნამდვილად არ გვჯერა, რომ მას ექნება უარყოფითი გავლენა"- ასე პასუხობს RSI-ის აუდიტისა და სერტიფიცირების პროცესის ხელმძღვანელი მარკ პეისი #ForbesTalks-ში გიორგი ისაკაძეს კითხვას, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მოულოდნელად განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

მისი ფიქრობს, რომ  საქართველო არ არის პირველი და არც უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ უფრო მკაცრ კანონმდებლობას მიიღებს და ის, რის გაკეთებასაც მთავრობა ცდილობს, მისი შეფასებით, არის დაიცვას თავისი მოქალაქეები.

"ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ კანონმდებლები და მარეგულირებლები, ოპერატორები და მომწოდებლებიც კი თანხმდებიან, რომ აზარტული თამაშების გარშემო პასუხისმგებლობის გარკვეული დონე მნიშვნელოვანია - დაუცველი პირების დასაცავად. ის, რომ რეფორმა სწრაფად განხორციელდა, აჩვენებს მთავრობის სურვილს, გააუმჯობესოს აზარტული თამაშების ინდუსტრია, რათა დაიცვას ინდივიდები და ამავე დროს უზრუნველყოს, ინდუსტრიის სწორი ზრდა ქვეყანაში. ზრდაში კი სოციალურად პასუხისმგებლობიან და მდგრად ზრდას ვგულისხმობ.

მე მოვისმინე დიდი შეშფოთებების შესახებ, რომ ეს ცვლილებები გავლენას მოახდენდა ინვესტიციებზე. არსებობდა გარკვეული მოსაზრება, რომ აზარტული თამაშების მინიმალური ასაკის ამაღლება საზიანო გავლენას მოახდენდა ბიზნესზე. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ რეგულაციები ემთხვევა სხვა ქვეყნებისას. საქართველოში ასევე აკრძალვა იქნება რეკლამაზე - ამ მიმართულებითაც იგივე ვარაუდია, რომ ექნება ნეგატიური გავლენა ინდუსტრიაზე, მაგრამ სინამდვილეში, ბევრმა სხვა ქვეყანამ აკრძალა ან მნიშვნელოვნად შეზღუდა რეკლამა. ეს მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბელგია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო. ამ ქვეყნებში ბიზნესი აგრძელებს ზრდას. შესაბამისად, ჩვენ გვესმის, რა არის მთავრობის გადაწყვეტილება და რატომ მიიღო იგი და ამ ეტაპზე, ჩვენ ნამდვილად არ გვჯერა, რომ მას ექნება უარყოფითი გავლენა.

ერთს გეტყვით, თუ დავინახავთ, რომ ცვლილებებს რაიმე ნეგატიური შედეგები მოყვება, ჩვენ ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად, რათა დავეხმაროთ უარყოფითი ზემოქმედების მოგვარებაში. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტორებს არ მოსწონთ ცვლილებები და მათ სურთ სტაბილურობა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ამ ინდუსტრიაში და განსაკუთრებით საქართველოში გააცნობიეროს, რომ აზარტული თამაშების ინდუსტრია აგრძელებს ზრდას და აგრძელებს განვითარებას. ასევე განვითარდება კანონები და რეგულაციები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ზედამხედველობა და მთავრობებმა მიაღწიონ თავიანთ მიზანს კარგად რეგულირებული იურისდიქციის შესახებ. ჩვენ აქ ვართ ამისთვის. ეს არის ის, რის გაკეთებასაც RSI გააგრძელებს. ეს არის ჩვენი ექსპერტიზის მიწოდება მთავრობისთვის, რათა აზარტული თამაშების ინდუსტრია საქართველოში განვითარდეს"-აცხადებს პეისი.

აღსანიშნავია, რომ პეისი 35 წელია აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მუშაობს. კომპანია RSI, რომელსაც ის წარმოადგენს,  მარეგულირებლებს, ოპერატორებსა და მომწოდებლებს ტექნიკური დახმარებას უწევს და ასევე უწევს საკონსულტაციო მომსახურებას. სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება ახლა RSI საქართველოს მთავრობას.

კომპანიის სათაო ოფისი მალტაში მდებარეობს, მაგრამ მას ჰყავს შვილობილი კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. RIS-ის თანამშრომლების უმეტესობაც რეალურად საქართველოში მუშაობს.