„ინფლაციის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სებ-ის მიერ გუშინ რეფინანსირების განაკვეთის 1% პუნქტით ზრდაზე(8.5-%-მდე) კომენტირებისას განაცხადა.
როგორც თურნავა აღნიშნავს, ეროვნულ ბანკს თავისი მკაფიო მანდატი აქვს.
„ბოლო პერიოდში სებ-ი მთავრობასთან და ჩვენი პროფილის სამინისტროებთან საკმაოდ მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს, მაგრამ მას თავისი განსაზღვრული მანდატი და რეგულაციები აქვს. სებ-ის ძირითადი ქმედებები არის ორიენტირებული, ინფლაციის პრევენციაზე და სწორედ ამ ინფლაციის პრევენციის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ზოგადად მაკროეკონომიკა სხვადასხვა ფაქტორების ბალანსს ნიშნავს. ერთი მხრივ, ინფლაციის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა პროფილაქტიკური ღონისძიება გატარდეს იმისათვის, რომ სამომხმარებლო პროდუქცია არ გაძვირდეს,“ - განმარტა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებითვე, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, „შესაძლოა ლარის რესურსის ასეთმა გაძვირებამ, გარკვეული ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე მოახდინოს“, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორები, რისი საშუალებითაც ზრდის დაბალანსება შესაძლებელია.
„ბალანსისთვის საჭიროა, მათ შორის სახელმწიფო ქონების უმოქმედო აქტივების სწრაფი ჩართვა ეკონომიკურ ციკლში და ეკონომიკურ საქმიანობაში. მაგალიათად, მიწის რეგისტრაციები როგორ დავაჩქაროთ, ასევე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ჩვენ გვაქვს მთელი კომპლექსი, რომელსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება