კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წელია საქართველოში შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას ხედავენ. მოლინეუსის თქმით, 2022 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოში 8.8%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, თუმცა, მისი შეფასებით, ფაქტობრივად ზრდა შესაძლოა ამაზე მაღალიც იყოს.
“ბოლო ორი წელია საქართველოში ვხედავთ შთამბეჭდავ ზრდას, წელს ჩვენ 8.8%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება. მართალია მომდევნო წელსაც მოსალოდნელია ეკონომიკური შემაფერხებელი ფაქტორების გაგრძელება, თუმცა ეს ყველა ქვეყანაზე მოქმედებს. ნაწილობრივ ეს დაკავშირებული იქნება ევროპაში ნაწილობრივ რეცესიასთან, ასევე მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკურ შენელებასთან. საქართველო ღია, ლიბერალური და ვაჭრობაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.
იმ ქვეყნებშიც, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები ჩამოდიან, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება, შესაბამისად, ამანაც შეიძლება მოახდინოს გავლენა მომდევნო წელს ზრდის შესაძლებლობებზე,”- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რუსეთში 2.3%-იანი რეცესიაა მოსალოდნელი, აზერბაიჯანში 2.5%-იანი, თურქეთში 3%-იანი, სომხეთში კი 3.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, მსოფლიო ბანკის ჯგუფი არ აკეთებს 2023 წლის პროგნოზს უკრაინისთვის, სადაც წელს ეკონომიკის 35%-იანი ვარდნა არის მოსალოდნელი.
ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, 2022 წლის 8 თვეში კი ფაქტობრივმა ზრდამ 10.3% შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო