„ევროპული სტრუქტურებისთვის, ასევე, წევრი ქვეყნებისთვის, პრიორიტეტი სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაა, რათა დააკმაყოფილონ ევროპის ქვეყნებში პირველადი საჭიროების საშუალებებზე არსებული მოთხოვნა”, - ამის შესახებ რადუ ბეზნიუკიმ “საქმიანი დილის” რუბრიკაში “#საუბრებიავიაციაზე” განაცხადა.
კომპანია “SWOT Consulting Plus”-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირს არ გაააჩნია კონსოლიდირებული ფინანსური დახმარების ფონდი, რომელიც ავიაბაზრის მონაწილეებს თანაბრად გაუნაწილდება.
“ყველა აღიარებს, რომ უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ყველას უჭირს განსაზღვროს თუ როგორ უშველოს საავიაციო სექტორს და როგორ გამოვიდეს კრიზისიდან; განსაკუთრებით უჭირს სამგზავრო გადაზიდვებს. ევროკავშირი, რუმინეთი, მოლდოვა და სხვა ქვეყნები ფიქრობენ, როგორ განაახლონ სამგზავრო გადაზიდვები, თუმცა ამ ეტაპზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ევროპული სტრუქტურებისთვის, ასევე, წევრი ქვეყნებისთვის, პრიორიტეტი სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაა, რათა დააკმაყოფილონ ევროპის ქვეყნებში პირველადი საჭიროების საშუალებებზე არსებული მოთხოვნა. ევროპაში, ცხადია, არ არის კარგი სიტუაცია და ყველა წევრი ქვეყანა სხვადასხვაგვარად ცდილობს, თავისი საავიაციო სექტორის ფინანსურ მხარდაჭერას. ევროპის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობა აქვთ; არიან ქვეყნები, რომლებიც ამას უფრო ეფექტურად ახერხებენ, მაგრამ გარკვეულ ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით დიდი სიძნელეები აქვს“, - განაცხადა ბეზნიუკიმ და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხოლოდ ინდივიდუალურად ზრუნავენ საკუთარი ბაზრის მოთამაშეებზე.
„აქ ისმის კითხვა, ასეთი სისტემით როგორ გადარჩებიან ავიაკომპანიები ევროპის ბაზარზე და რა იქნება ევროპული ავიაციის ბაზრის მომავალი? მაგალითად, ისეთ ფინანსურ დახმარებას, რომელსაც გაუწევს გერმანიის სახელმწიფო ავიაკომპანია „ლუფთანზას“ ან „ჯერმან ვინგს“, მსგავსი მხარდაჭერის საშუალება არ აქვს რუმინეთს, რომ გაუწიოს ავიაკომპანია „ტარომს“ ან სხვა გადაზიდავს. სხვადასხვა დონის ფინანსური დახმარების შედეგად, ცხადია, არაპორპორციულად მოხდება ძალთა გადანაწილება ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ღია და სამართლიანი კონკურენციის პრინციპს უჭერდა მხარს და წინააღმდეგი იყო ავიაკომპანიების მიმართ სახელმწიფო დახმარების. ეს სიტუაცია განიხილება როგორც გამონაკლისი ფინანსური დახმარების დაშვების კუთხით, რაც საბოლოო ჯამში, გადაარჩენს იმ ავიაკომპანიას, რომლის სახელმწიფო ფინანსურად უფრო ძლიერია“, - აცხადებს SWOT Consulting Plus-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი