მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენას მოახდენს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდაზე? - გვენეტაძის განმარტება

5db02c7781b3e
ლიკა გურაბანიძე
23.10.19 14:36
1157
„სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილება იმის საწინდარი იქნება, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდაც, შემდეგი წლის ზრდაც ოპტიმალური და მაქსიმალური იქნება“, - ასე უპასუხა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტის კითხვას -  რა გავლენას მოახდენს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდაზე.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გავზარდეთ და ამან შესაძლოა ეკონომიკაზე რაიმე სახის გავლენა მოახდინოს, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ამ შემთხვევაში ეს არის ლარის მხარეს მოქმედი ბერკეტი; ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ სარეზერვო მოთხოვნებით შევამცირეთ ცოტა ხნის წინ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სესხებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა, რაც  ნიშნავს იმას, რომ დამატებითი ლიკვიდობის მობილიზაცია გავაკეთეთ სისტემაში, რომლითაც შესაძლებელი იქნება უფრო მეტი დოლარის სესხების გაცემა, უფრო მეტი დოლარის ლიკვიდობის მიწოდება, რაც  გაცვლით კურსზე წნეხს შეამცირებს და აქედან გამომდინარე, შეამცირებს წნეხს ინფლაციაზე.

სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილება იმის საწინდარი იქნება, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდაც, შემდეგი წლის ზრდაც ოპტიმალური და მაქსიმალური იქნება, რაც უნდა მიიღწეს იმ შემთხვევაში, რომ ამავე დროს გავანეიტრალოთ და შევამციროთ ინფლაციის ზრდის რისკები", -  განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 1 პროცენტული პუნქტით 8.5%-მდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება.