16.მარტი .2022 16:15

რა გავლენას მოახდენს რუსეთის დეფოლტი საქართველოზე - „თავისუფლება გაჭირვებად ღირს“

რა გავლენას მოახდენს რუსეთის დეფოლტი საქართველოზე - „თავისუფლება გაჭირვებად ღირს“
views 9899
უკან

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური დირექტორის შეფასებით, რუსეთის მოსალოდნელი დეფოლტი საქართველოს ეკონომიკაზე დიდ გავლენას იქონიებს, თუმცა მდგომარეობა იმაზე მეტად მძიმე არ იქნება, როგორც 1991-1992 წლებში იყო. ასე უპასუხა ზვიად ჭუმბურიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ქვეყანაზე რუსეთის დეფოლტის გავლენას შეეხებოდა.

„საქართველო მნიშვნელოვანწილად რუსულ და უკრაინულ ბაზარზე იყო დამოკიდებული და ისინი ჩვენი სავაჭრო ქვეყნების შვიდეულში შედიოდნენ. ფაქტობრივად, ორივე ქვეყანა ჩერდება. ამასთან, ჩვენ მოგვაკლდება, რუსეთიდან და უკრაინიდან ფულადი გადარიცხვები, ეს ერთ-ერთი სერიოზული მაჩვენებელი იქნება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტ-ექსპორტის ჩანაცვლება უცბად არ ხდება. 3-4 თვე დასჭირდება, რომ ჩვენი ბიზნესები ამ ბაზრებზე გადალაგდნენ, ამიტომ რა თქმა უნდა, ფასების ზრდა იქნება, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. თავისუფლებისთვის ბრძოლა გაჭირვებად ღირს. ისეთი პერიოდი გადავიტანეთ 1991-1992 წლებში, რომ ამაზე უარესი არ იქნება“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

ცნობისთვის, უკრაინასთან ომის პარალელურად, რუსეთის ეკონომიკური და ფინანსური მოლოდინები მკვეთრად უარესდება. აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს ანალიტიკოსები 8 მარტს ვარაუდობდნენ, რომ რუსეთს, შესაძლოა, 15 აპრილისთვის დეფოლტი გამოეცხადებინა, ანუ ვალდებულებების მომსახურება ვეღარ შეძლებოდა. რუსეთის პრეზიდენტის აპარატში კი აცხადებდნენ, რომ რუსეთის დეფოლტის პირობები არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა