მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავყიდეთ და რა ვიყიდეთ იტალიაში 2020 წლის იანვარ-ივნისში - სტატისტიკა

5f33fc9d434e5
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.20 09:00
1251
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.2%-ით შემცირდა და 5.0 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან 16%-ით 1.5 მლრდ დოლარამდე შემცირდა ექსპორტი, ხოლო 19.1%-ით 3.5 მლრდ დოლარამდე იმპორტი.

BM.GE დაინტერესდა როგორი იყო აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროპაში ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყანასთან - იტალიასთან.

საქსტატის მონაცემებით, საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარ-ივნისში 25.9%-ით შემცირდა და 93.4 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წელი - 125.9 მლნ დოლარი). აქედან ამ პერიოდში ექსპორტზე 11.6 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 42.4%-ით ნაკლებია, ხოლო 81.8 მლნ დოლარის საქონელი ვიყიდეთ, რაც ასევე გასული წლის მაჩვენებელს 24.2%-ით ჩამოუვარდება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ იტალია იმპორტის მხრივ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების 10-ეულში მე-9 ადგილს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში თხილის, ხე-ტყის მასალისა და ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა, რაც შეეხება დანარჩენ საქონელს, სტატისტიკა ასეთია:

1. თხილი და სხვა კაკალი - 4.8 მლნ დოლარი, ზრდა - 65.0%;
2. ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 1.3 მლნ დოლარი, ზრდა - 2.5%;
3. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 1.0 მლნ დოლარი, კლება - 14%;
4. ფეროშენადნობები - 1.0 მლნ დოლარი, ზრდა - 56.0%;
5. ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა - 525.4 ათასი დოლარი, კლება - 3.7%;
6. პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის - 472.1 ათასი დოლარი, კლება - 89.5%;
7. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 314.9 ათასი დოლარი, კლება - 66.7%;
8. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 284.8 ათასი დოლარი, კლება - 67.7%;
9. მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის - 270.1 ათასი დოლარი, 1 ცალი;
10. სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 237.4 ათასი დოლარი, კლება - 79.8%;
11. პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა - 66.2 ათასი დოლარი, კლება - 96.2%;
12. საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები - 17.7 ათასი დოლარი, კლება - 97.8%.

დანარჩენი საქონლის ექსპორტმა 1.1 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რა საქონელი ვიყიდეთ იტალიაში პანდემიის პერიოდში, სტატისტიკა ასეთია:

1. სოკოს მიცელიუმი, სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები - 2.9 მლნ დოლარი, ზრდა - 1.2%;
2. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 2.2 მლნ დოლარი, ზრდა 81.8%;
3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2.1 მლნ დოლარი, კლება - 7.1%;
4. ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 1.9 მლნ დოლარი, კლება - 32.2%;
5. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 1.8 მლნ დოლარი, კლება - 16.6%;
6. მანქანები ჭურჭლის სარეცხი - 1,7 მლნ დოლარი, კლება 59.1%;
7. ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების - 1.6 მლნ დოლარი, კლება 28.5%;
8. ცენტრალური გათბობის ქვაბები - 1.6 მლნ დოლარი, კლება - 35.5%;
9. საშუალებები თმებისათვის - 1.4 მლნ დოლარი, ზრდა - 40%;
10. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 1.3 მლნ დოლარი, ზრდა - 7.3%;
11. ტუმბოები სითხის ხარჯსაზომით ან მის გარეშე; საწეველები სითხის - 998.4 ათასი დოლარი, კლება - 48.2%;
12. სატვირთო ავტომობილები - 824.2 ათასი დოლარი, კლება - 55.9%;
13. მოწყობილობები რეზინის ან პლასტმასის დასამუშავებლად - 617.5 ათასი დოლარი, კლება - 68.3%.

დანარჩენი საქონელის იმპორტი კი აღნიშნულ პერიოდში 24.7%-ით შემცირდა და 60.5 მლნ დოლარი შეადგინა.