ბიზნესს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან 6 თვით გათავისუფლების ვადა, 1 ნოემბერს ეწურება. იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისული ფონი ქვეყანაში არ შეცვლილა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გეგმავს, მთავრობისგან საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება კიდევ 6 თვით ითხოვოს.
ბიზნესის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება არ არის ერთადერთი, რასაც კერძო სექტორი მთავრობისგან ითხოვს. გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტის თქმით, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნებოდა ე.წ ოქროს სიის შეღავათის, თუნდაც დროებით დაბრუნება.
„ყბადაღებული თემა გახდა ეს „ოქროს სია“, როცა საბაჟოზე პირდაპირ გვაიძულებენ გადავიხადოთ დღგ-ს გადასახადი მაშინ, როცა „ოქროს სიის „არსებობის დროს იყვნენ კომპანიები, რომლებსაც გარკვეული საშეღავათო პერიოდი ეძლეოდათ. რა გახდა ამდენი საუბარი, ამდენი შეხსენება, ამდენაი რჩევა! დააბრუნეთ, თუნდაც დროებით, თუნდაც 6 თვით და ესეც ლიკვიდურობისთვის სერიოზული დახმარება იქნება იმ კუთხით, რომ იმ წუთას საბაჟოზე არ გადავიხადოთ ეს გადასახადი და გადავიხადოთ რეალიზაციის შემდეგ. ეს წესი დავაბრუნოთ... რატომ გახდა ასეთი პრობლემატური ამ წესით აღდგნა და რაღაც პერიოდით ძალაში შეშვება ჩემთვის გაუგებარია, როცა ბიზნესისთვის ეს ჰაერივით გადაწყვეტილებაა“-აცახდებს ალექსანდრე რატიშვილი.
შეგახსენებთ, ე.წ „ოქრის სიის“ წევრი 217 კომპანია იმ შეღავათით სარგებლობდა, რომ დღგ-ს გადახდას არა საბაჟოზე, არამედ პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ, 30 დღეში ახდენდა. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით „ოქროს სია“ გასული წლის ივლისში გაუქმდა. შესაბამისად, კომპანიებს იმპორტის გადასახადის გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში უწევთ.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის