მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გახდა საქართველოში COVID-19-ით მე–15 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი?

5ef853b442977
დავით ჯალაღონია
28.06.20 12:22
1109
საქართველოში კორონავირუსით რიგით მე–15 პაციენტი, 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული.

აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსი სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა.

"იყო 82 წლის მამაკაცი, ჰქონდა გულის მძიმე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, თირკმელების უკმარისობა, გულ–ფილტვის უკმარისობა – მძიმე ქრონიკული პაციენტი იყო. ის შემოსვლიდან მართვით სუნთქვაზე იყო", – აცხადებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე.