06.ივნისი .2022 10:15

რა გახდის მუზეუმებს ტურისტებისთვის მიმზიდველს? - „წინანდლის მუზეუმი კარგი მაგალითია"

რა გახდის მუზეუმებს ტურისტებისთვის მიმზიდველს? - „წინანდლის მუზეუმი კარგი მაგალითია"
views 861
უკან

“საქართველოში მოქმედ მუზეუმებს დღეს სიცოცხლე აკლიათ” - ასე პასუხობს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე bm.ge-ს კითხვას - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მუზეუმები ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის მეტად მიმზიდველი გახდნენ.

ქეთი კვიჭიძე ამბობს, რომ ზოგიერთი სახლ-მუზეუმის შესახებ უმრავლესობამ არც კი იცის და ასეთ ლოკაციებს პოპულარიზაცია და კარგი მარკეტინგული შეფუთვა სჭირდებათ.

„ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი არსებობს საქართველოში, რომელიც უნიკალური სივრცეა... ბევრი ობიექტი გვაქვს, რომელსაც სჭირდება განვითარება და გაცნობა. ჩვენ გვაქვს კარგი პრეცედენტი - წინანდლის მუზეუმი, რომელიც სახელმწიფომიჯარით  გადასცა კერძო კომპანიას და იქ ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზე განვითარდა, რამაც დაგვანახა თუ როგორ შეიძლება ტურისტული სივრცე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობით განვითარდეს და გახდეს მიმზიდველი. ტურიზმი არის განწყობა და რაც უფრო მეტი განწყობისა და ემოციის დაგროვების საშუალება გაჩნდება, მით მეტი ტურისტი ჩამოვა,” - აღნიშნა კვიჭიძემ.

გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელის თქმით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კერძო სექტორს, რომ საინტერესო და ისტორიულ ობიექტებში ერთიანი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, გაიხსნას კვების ობიექტი, მოსასვენებელი სივრცეები და განთავსდეს სასტუმრო, რათა მუზეუმებმა სიცოცხლე შეიძინონ და მეტ ტურისტს უმასპინძლონ, როგორც - შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრიდან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა