05.სექტემბერი .2019 16:33

რა გეგმა აქვს ეკონომიკის სამინისტროს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად?-მინისტრის განმარტება

views 199
უკან

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტებზე მოხსენებით წარდგენისას იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რითაც მისი უწყება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას გეგმავს.

პრიორიტეტებს შორის მინისტრობის კანდიდატმა მცირე და საშუალო მეწარმეთა საგრანტო პროგრამა, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რეგიონალური საინვესტიციო პროგრამები და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები დაასახელა.

„რას ვგეგმავთ, რომ ხელი შევუწყოთ იკლუზიურ ეკონომიკური ზრდას ანუ ადამიანების მეტად ჩართვას ეკონომიკურ საქმიანონობაში-პირველი, 2019 წლიდან განახლებული სახით გაეშვება მიკრო და მცირე მეწარმეთა ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა. ჩვენ მას ახლა ვარგებთ მიმდინარე ვითარებას, გამოწვევებს.

გრანტის თანხა 30 ათას ლარამდე გაიზრდება. იმოქმედრებს შეღავათიანი თანადაფინანსების პირობები მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონებისთვის.

მეორე, წინგადადაგმული ნაბიჯია საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს მექანიზმი საკმაოდ კომპლექსურია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ბანკებთან, რათა ოპტიმალური შეთანხმებისთვის მიგვეღწია.

რეგიონების განვითარების მიზნით აქტიურად ვამუშავებთ რეგიონალურ საინვესტიციო პროგრამებს გუბერნატორების და სხვა დარგობრივი უწყებების ჩართულობით. რეგიონული საინვესტიციო პორტფელი მხადაჭრრილი იქნება ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით, მათ შორის პრიორიტეტულია ისეთი რაიონები, სადაც ისტორიულად დომინირებს მონო საწარმოები, სადაც ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებული. აუცუილებელია ბიზნეს პროიექტები დავიწყოთ ამ რეგიონებიდან.

კიდევ ერთი, ეს არის გაზიფიკაციის პროგრამა. სამწლიანი გეგმა წელს დავამტკიცეთ. 2021 წელს აბონენტების რიცხვი მილიონ 300 ათას აბონენტს მიაღწევს. ეს არის 85%-იანი მოცვა, 226 დასახლებულ პუნქტს მოვიცავთ.

პრიორიტეტული მიმართულებაა საინვეტიციო გარემოს გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია ჩვენი სამინისტროს კომპეტენციაში არსებული ეკონომიკური აქტივი იყოს შეთავაზებული ბიზნესითვის, ეს არის სახელმწიფო ქონება.

2019 წლის 1 იანვრიდან დღენდე დაჩქარდა ტემპი და 717აუქციონი ჩატარდა. პრივატიზაციიდან მობილიზებულია 65 მლნ ლარამდე თანხა. 11 მილიონი ელოდება ხელშეკრულების გაფრომებას, 6 მილიონზე მეტი აუქციონია გამოცხადებული, ამ პერიოდისთვის 85 მილიონ ლარამდეა მობილიზებული . 9 თვის გეგმა 112%-ით არის შესრულებული,მაგრამ ეს არ არის საკმარისი“-განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აფართოვებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას და ბიზესისთვის დამატებით შეთავაზებული იქნება 100 ობიექტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა