28.ნოემბერი .2019 13:31

რა გეგმა აქვს მთავრობას იმ შენობისთვის, სადაც ბიზნეს სახლის განთავსება გადაიფიქრა

views 304
უკან

ვიცე–პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, მთავრობამ შესაძლოა, საპრივატიზაციოდ გამოიტანოს ის შენობა, რომლის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ, ბიზნეს სახლის პროექტისთვის დაიწყო.

"ამ თემაზე მხოლოდ ჩემი კომენტარი ალბათ, არ იქნება სწორი. ზოგადად, დროის გასვლასთან ერთად, გარკვეული გადაწყვეტილებების გადახედვას აქვს ადგილი, ბუნებრივია. ამ შემთხვევაში, მთლიანობაში იმ იდეას, რომ ყველა სერვისის, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ბიზნესს, მათი მიწოდება რომ ხდებოდეს ერთიანად, ეს აზრი კვლავ აქტუალურია, თუმცა როგორც ეკონომიკის მინისტრმა უკვე არაერთხელ განაცხადა, უშუალოდ მოხდა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სერვისების მიწოდება მოხდეს ელექტრონული სახით და ამისთვის ცალკე მდგომი შენობა საჭირო არ არის.

იმაზეც ვიზრუნებთ, რომ ეს თანხა, ინვესტიცია, რომელიც ჩაიდო შენობის მშენებლობაში, არ დაიკარგოს და მოხდეს მისი სხვაგვარად გამოყენება", – განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ შენობას ახალი ფუნქცია პროვატიზების, ან სხვა რაიმე გზით ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს სახლის პროექტის განხორციელება, რომელსაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის ყველა სერვისი ერთ სივრცეში უნდა შეეთავაზებინა, 2016 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა