28.მარტი .2020 23:19

რა გეგმა აქვს სებ-ს ლარის დასასტაბილურებლად? -კობა გვენეტაძის განცხადება

views 1646
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, ლარის კურსზე ნეგატიურად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ფაქტორები აისახა. გვენტაძის განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში ლარზე გავლენა რამდენიმე არხით მოხდა. როგორც ქვეყნის მთავარი ბანკირი აცხადებს, გარდა იმისა, რომ მსოლფიო ეკონომიკის მიმართ არსებობს პესიმისტური მოლოდინები, ამავე დროს დარტყმა მიიღო მსოფლიო ტურიზმმა, რომელიც ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის არის ზრდის მნიშვნელოვანი წყარო და ვალუტის შემოდინების ფაქტორი.

„სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა კურსის გაუფასურება“-განაცხადა „ფორმულას“ ეთერში კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძე ამბობს, რომ ლარზე მოკლევადიანი გავლენა და შოკი არის ძალიან ძლიერი, მაგრამ არასწორი რეაგორების შემთხვევაში ეს შორკი კიდევ უფრო ძლიერი შეიძლება იყოს.

„რეაგირება, ეს იქნება მონეტარული ხელისუფლება თუ ფისკალური, უნდა ოყოს სიტუაციის შესაფერისი. ჩვენ მივიღებთ იმ ზომებს, რაც არის მიზანშეწონილი.

სებ-ი აგროვებდა სავალუტო რეზერვებს და რადგანაც რეზერვები არ იყო ადექვატური საერთაშორისო საზომის მიხედვით, აქედან გამომდინარე ბევრი კრიტიკაც დავიმსახურეთ, მაგრამ დღეს კარგად ჩანს, რომ ეს იყო აუცილებელი. რითიც დავიწყეთ საწყის ეტაპზე ,ჩვენი რეზერვები არის ადექვატური, რაც საშუალებას გვაძლევს ახლა გავაკეთოთ ის ჩარევა, რაც არის საჭირო ბაზრისთვსი. თუ აქამდე ჩვენ ვაგროვებდით რეზერვებს, ახლა ჩვენ რეზერვებს დავხარჯავთ. კარგ დროს უნდა დააგროვო რეზერვები და როცა არის ცუდი დრო, უნდა დახარჯო რეზერვები, რა თქმა უნდა გააზრებულად.

ადრე, როცა ვაგროვებდით რეზერვებს, ამის საჭიროება არ იყო. ახლა ეს აუცილებელია“-აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სამი ინტერვენცია განახორციელა. ჯამში ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი რეზერვებიდან 100 მლნ დოლარი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა