მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოჯახური მეურნეობების რეგისტრაციისთვის?

5e32f3034bf73
დავით ჯალაღონია
30.01.20 20:00
1062
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, იმ საოჯახო მეურნეობების რეგისტრაცია, რომლის შესაბამისი წესი მთავრობამ მიმდინარე წელს დაამტკიცა, ეტაპობრივია და სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს.

"ეს პროცესი იანვრიდან დაიწყო, მაგრამ ეს ძალიან დიდი პროცესია. ეს არ არის ერთ დღეში შესასრულებელი სამუშაო. ჩვენ ეტაპობრივად გვექნება მუშაობა ფერმერებთან, ისე რომ ფერმერებს არ წარმოექმნათ დამატებითი ტვირთი და ეს იყოს შესაძლებლობა ფერმერებისთვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანი და მოწესრიგებული იყოს მათი წარმოება.

ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ ფერმერთა რეესტრს, ასევე სხვადასხვა ფორმით ვახდენთ ცხოველთა სადგომების რეგისტრაციას და თვითონ ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციას და ამ პროცესში მოხდება მათ შორის, საოჯახო მეურნეობების აღრიცხვა-რეგისტრაცია და ასევე, განმარტება და ტრენინგი, ცოდნის მიტანა ფერმერებთან, რომ ეს პროცესი წარიმართოს მათთვის მაქსიმალურად კომფორტულად და ასევე, მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რათა ქართული პროდუქტი იყოს მეტად სანდო, მიკვლევადი და ხარისხიანი", - განმარტა ლევან დავითაშვილმა.