"2020 წლისთვის ვაგრძელებთ მიმდინარე კამპანიას "რაინეართან", ასევე არაერთ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სხვა ავიაკომპანიებთანაც და ეს იქნება ერთიანი ღონისძიებები უშუალოდ იმ ბაზრებზე, სადაც მათ გააჩნიათ ე.წ. ჰაბები, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში გეგმაშია ე.წ. ინფლუენსერების, ცნობილი ჟურნალისტების და იმ ადამიანების ჩამოყვანა, რომლებიც მსოფლიოში ოფინიონ-ლიდერები არიან.
"ვაგრძელებთ კერძო სექტორის ხელშეწყობას და იმ პროექტებს, რომელიც გულისხმობს საქართველოს გაცნობით ტურებს, მათ შორის, საქმიანი ტურიზმის მიმართულებითაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენ გვეხმარება საქართველოს პოზიციონირებაში, კერძო სექტორის გაძლიერებაში, ხოლო ავიაკომპანიებისთვის მეტი მგზავრის მოზიდვაში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
რაც შეეხება უკვე მიმდინარე წლის გამოწვევებს, ქვრივიშვილის თქმით, ამ მხრივ კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.
"ტურიზმის ადმინისტრაციამ უნდა შექმნას ბევრი შესაძლებლობა ადამიანების დასაქმებისა, რადგან ეს დიდი ინდუსტრიაა და გვჭირდება მეტი პროფესიონალი, ამისთვის გვჭირდება მეტი საგანმანათლებლო პროგრამა.
2019 წელს ჩვენ მთაში მასშტაბური პროექტი დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც 2000–ზე მეტი ადამიანი გადამზადდა პროფესიულად ტურიზმში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულიად უსასყიდლოდ. 2020 წელს კი, ამ პროექტს უფრო მეტი მასშტაბი მიეცემა", - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღძვანელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის