მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს მთავრობას ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით? - პრემიერის განმარტება

5eda3f0b2731c
დავით ჯალაღონია
05.06.20 16:47
1171
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უფუნქციოდ დარჩენული ქუთაისის პარლამენტის შენობის საკითხი დროულად არის მოსაგვარებელი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

„პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით არგუმენტები, რომელსაც ამბობთ, ობიექტური და მისაღებია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ უარვყო და არარეალური რაღაცეები ვილაპარაკო. დროულად არის მოსაგვარებელი. ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს, რომ ვუპოვოთ ამ შენობას (ფუნქცია), თუ გამოვლინდება რაიმე სახის კომერციული ინტერესი.

ეპიდემიამდე და პანდემიამდე იყო რამდენიმე საინტერესო, კომერციული შემოთავაზება“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, განხილვის თემად ისევ რჩება აღნიშნულ შენობაში საპოლიციო ჰაბის განთავსება.

„ეს პროექტი (საპოლიციო ჰაბის პროექტი) უკვე არსებობს, მაგრამ ამ მას თავისი დაფინანსება სჭირდებოდა, რომელსაც ნაწილობრივ გვეხმარებოდნენ, ნაწილობრივ ეს რესურსები მოსაძებნია. საპოლიციო ჰაბიც განიხილება, მაგრამ პირველი ნაბიჯი, ყველაზე ლოგიკური რაც იქნება, ალბათ ამ შენობის გატენდერებაა. ვნახოთ, რა კომერციული ინტერესი იქნება და ამის შემდეგ, უკვე სახელმწიფო გადაწყვეტს“, - განაცხადა გახარიამ.