მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირებულების მედიკამენტები შემოვიდა თურქეთიდან იანვარში? - მინისტრის პასუხი

63ef7e4d7bd65
მარიამ დემეტრაშვილი
17.02.23 17:11
982
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში თურქეთიდან თითქმის 5 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა. ამის შესახებ მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„2021 წელს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების მოცულობა თუ იყო 2.5 - 3 მლნ დოლარის ღირებულების, 2023 წლის მხოლოდ იანვარში ეს მაჩვენებელი იყო 4 900 000 $. ჩვენ არ ვმიჯნავთ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოა, მთლიან იმპორტს ვუყურებთ. მცდარია მოსაზრება, რომ იმპორტის შემცირებას აქვს ადგილი. არ არის ასე. გარკვეულ თვეებში 4 მლნ დოლარზე ადის, 2022 წლის თებერვალში 5 მლნ დოლარი იყო“, - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

თურქეთის ბაზარი გასულ წელს გაიხსნა.