მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომერი საქართველოში

5e2ec4e66c651
BM.GE
27.01.20 15:40
2594
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში სტანდარტული ნომრის საშუალო ფასმა 426 ლარი შეადგინა. PMCG Research-ის კვლევის მიხედვით, თბილისში სტანდარტული ნომრის ფასი 530 ლარს შეადგენს, აჭარაში - 381 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 360 ლარი, კახეთში კი - 400 ლარია.

რაც შეეხება ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომრის ფასს, ის 213 ლარს შეადგენს, სამვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომრის ფასი კი, საშუალოდ 140 ლარის ტოლია.

PMCG-ის სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის დეკემბერში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით,
1.1%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად განაპირობა საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდამ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებმა 9.3 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით, 7.8%-ით მეტია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული სასტუმროების და სხვა ტიპის განთავსების ობიექტების (სასტუმრო სახლი და სხვა) ნომრების საშუალო რაოდენობა ძირითადად 20-ზე ნაკლებია. 21 და მეტი ნომერი ქვეყანაში მხოლოდ 428 სასტუმროშია. მათგან 147 აჭარაში,133 კი თბილისშია რეგისტრირებული. სულ საქართველოს სასტუმროებში და სხვა ტიპის დაწესებულებებში 37,255 ნომერია, ამ ნომრებში საწოლების საერთო რაოდენობა კი 90,793-ს შეადგენს. შესაბამისად სრული დატვირთვის შემთხვევაში სწორედ ამდენი ვიზიტორის მიღება შეუძლია საქართველოს ტურისტულ სექტორს ერთდროულად.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომდევნო წლებში საქართველოს კიდევ არაერთი 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. მათ შორისაა ბათუმის Le Meridien (110 ნომერი), თბილისის Hilton Garden Inn (165 ნომერი), თბილისის Radisson Park Inn (200 ნომერი), თბილისის Pullman Hotels & Resorts (226 ნომერი), თბილისის Marriott Autograph Collection (220 ნომერი).