მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს Covid-პასპორტი საქართველოში?

5efe0976d6f50
მარიამ ადამია
02.07.20 21:00
24587
Covid-პასპორტის აღება საქართველოში სულ რამდენიმე კლინიკასა და კომპანიაშია შესაძლებელი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის. ფასები განსხვავდება ტესტის ტიპისა და მომსახურების მიხედვით. თუმცა, მისი ჩატარება მოუწევს ყველას, ვისაც საქართველოს საზღვრის დატოვება სურს. Covid-პასპორტის ტარება კი მის მფლობელს მუდმივად მოუწევს, პასპორტთან და ფრენის ბილეთებთან ერთად.

დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს PCR-ტესტის პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ პირი ამ წუთში არ არის ინფიცირებული. ტესტი უნდა ჩატარდეს გაფრენამდე 48 ან 72 საათით ადრე. რაც შეეხება ფასებს, Covid-პასპორტის აღება საქართველოში შესაძლებელია “ნეოლაბში” და მისი ღირებულება 110 ლარია, პასუხი მოთხოვნის შესაბამისად გაიცემა ინგლისურ ენაზეც. “მეგალაბში” მომსახურების ღირებულება - 170 ლარია, ხოლო კატასტროფის ცენტრში, რომელიც კორონავირუსზე საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველა სახის კვლევას ადგილზე გამოძახებით სთავაზობს ადამიანებს, 250 ლარი ღირს.

“ტესტის ჩატარების მსურველთა რაოდენობა ბევრი არ არის, თუმცა ვინც იტარებს, ყველას სჭირდება ინგლისურ ენაზე გაცემული პასუხი და გასაგებია, რომ მათ ეს სჭირდებათ რომელიმე ქვეყანაში წარსადგენად” - ამის შესახებ, BMG-სთან საუბარში კლინიკა “ნეოლაბის” ექიმ-ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, გაცილებით დიდი იყო მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან Covid-19-ის ტესტებზე პანდემიის პერიოდში, როდესაც მეტად იყო საფრთხე და ადამიანები თავს იზღვევდნენ. მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ როდესაც საქართველომ საერთაშორისო საზღვრების გახსნა პირველ ივლისს დააანონსა, მოგზაურობის მსურველები გააქტიურდნენ. დღეს კი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ Covid-პასპორტს, შედარებით შემცირებულია, რადგანაც საზღვრები არ გაიხსნა.