23.ნოემბერი .2019 11:15

რა ღირს კერძო თვითმფრინავით სარგებლობა?

views 6447
უკან

მსოფლიოში, ტექნოლოგიურ ბიზნესში გამდიდრებული ადამიანებიდან დაწყებული, მილიარდერი მონარქებით დასრულებული, თითქმის ყველას პერსონალური თვითმფრინავი ემსახურება, რომელთა ღირებულებაც ხშირად მილიარდ დოლარს აღწევს.

როგორც BusinessInsider-ი წერს, არსებობს მითი, რომ პირადი თვითმფრინავით სარგებლობა ყველა უმდიდრეს ადამიანს შეუძლია, თუმცა ამ ფუფუნების უფლებას საკუთარ თავს ხშირად მილიონერებიც ვერ აძლევენ.

სამაგიეროდ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი გადასაადგილებლად, ავტომობილზე მეტად, საკუთარ Gulfstream-ს იყენებს, რომლის ფასი 65 მილიონი აშშ დოლარია. გარდა ამისა, ბილ გეითსი, რომელიც მსოფლიოში მოკრძალებული მოთხოვნებით არის განთქმული, ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ამბობს.

რა თანხებთან არის დაკავშირებული პირადი თვითმფრინავის ფლობა? – პირველ რიგში, საჭიროა თვითმფრინავის შეძენა, რომლის ფასიც 3–დან 90 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს, მისი ზომისა და კონფიგურაციის მიხედვით.

მეორე ეტაპი პილოტების დაქირავებაა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ორი პილოტი მაინც არის საჭირო, რომელთა ანაზღაურება 250 ათასი აშშ დოლარიდან იწყება და ეს თანხაც თვითმფრინავის ზომასა და ფრენების სიხშირეზეა დამოკიდებული. ხარჯების ჩამონათვალში მესამე საფეხურზე უკვე საწვავია. მაგალითად, 50 ათას ფუნტ-ავზიანი და 17-ადგილიანი ავიალაინერისთვის საჭირო საწვავის ფასი, სულ მცირე, 53 ათასი აშშ დოლარია.

გარდა ამისა, პერიოდულად საჭირო იქნება ნაწილების შეკეთება, მუდმივი მონიტორინგი და თვალყურის დევნება უსაფრთხოებაზე, რაც დამატებით 60 ათასი აშშ დოლარს აღემატება. ამას თვითმფრინავის ფლობისთვის მუდმივი გადასახადი ემატება – 200 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში.

ზემოთ დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, კერო თვითმფრინავებს მდიდრებიც კი, ბიზნესშეხვედრისთვის, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იყენებენ.